Under Construction
 
 
ტრენინგ კურსები
 
 

სასწავლო კურსის დამატებითი მოდულები

  1. ეფექტური კომუნიკაცია

მოდულის მიზანი: ორგანიზაციის თანამშრომლებს შორის, თანამშრომლებს და ბენეფიციარებს შორის დადებითი, და მყარი ურთიერთობების  ჩამოყალიბება; ორგანიზაციის ეფექტური მუშაობის ხელშეწყობა და კონფლიქტური სიტუაციების პრევენცია/მართვა.

მოდულის შინაარსი:

• კომუნიკაციის არსი და ტიპები
• ეფექტური კომუნიკაციის მეთოდები
• კონფლიქტური სიტუაციების პრევენციის მეთოდები
მოდულის ხანგრძლივობა: სრული კურსი – 2 სამუშაო დღე; საჭიროების შემთხვევაში შეიძლება ხანგრძლივობის შეცვლა.

მოდულის გავლის შედეგად მონაწილეები შეძლებენ:

• ორგანიზაციის შიგნით გამართული კომუნიკაციის სისტემის შექმნას;
• კონფლიქტური სიტუაციების პრევენციას და მართვას;
• მუშაობის ხარისხის გაუმჯობესებას.

  1. სტრესის მართვა

მოდულის მიზანი:  თანამშრომლების ემოციური განმუხტვისა და მდგრადობის ხელშეწყობა.

მოდულის შინაარსი:

• სტრესის იდენტიფიკაცია და გამკლავების მეთოდები
• სტრესის დროს სხვათა მხარდაჭერის მეთოდები
• დროის ეფექტური მართვა

მოდულის ხანგრძლივობა: სრული კურსი – 2 სამუშაო დღე; საჭიროების შემთხვევაში შეიძლება ხანგრძლივობის შეცვლა.

მოდულის გავლის შედეგად მონაწილეები შეძლებენ:

• საკუთარი ემოციების მართვას;
• სტრესულ მდგომარეობაში მყოფი თანამშრომლების/ბენეფიციარების მხარდაჭერას;
• საკუთარი და თანამშრომლების დროის ეფექტურად განაწილებას და მართვას.
• თანამშრომლების მოტივაციის გაზრდას.

  1. კრიზისის ორი ტიპი (ტრავმული და განვითარების) და მათთან დაკავშირებული

     

მოდულის მიზანი: დაინტერესებულ პირებს და ორგანიზაციების თანამშრომლებს მიაწოდოს, ადამიანის განვითარების ასაკობრივი თავისებურებები, რაც გაუადვილებს მათ პრობლემის იდენტიფიკაციას, მისი წარმომავლობის დადგენას და შესაბამისად მასთან გამკლავებას.
გააცნოს მსმენელებს ჯგუფებთან მუშაობის ერთ-ერთი მეთოდი “დებრიფინგი”.

მოდულის შინაარსი:

• განვითარების კრიზისი.
• ტრავმული კრიზისი.
• ტრავმული რეაქციები.
• ტრავმატული სტრესის სიმპტომების ჯგუფები.
• აგრესია და მისი გამომწვევი მიზეზები. (გორდონის აისბერგი).
• მასლოუს პირამიდა.
• ჯგუფური მუშაობის ერთ-ერთი ფორმა “დებრიფინგი”.
• დებრიფინგის წესები.

მოდულის ხანგრძლივობა: სრული კურსი – 1 სამუშაო დღე;

მოდულის გავლის შედეგად მონაწილეები შეძლებენ:

• პრობლემის იდენტიფიკაციას.
• კრიზისის წარმომავლობის დადგენას (განვითარების; ტრავმული).
• ჯგუფებთან მუშაობას, დაეუფლებიან ჩარევის ერთ-ერთ მეთოდს „დებრიფინგი“.

     4. მშობელთა მხარდაჭერისა და განათლების ტრენინგი

მოდულის მიზანი: შეზღუდული შესაძლებლობლობის მქონე ბავშვებისა და მოზარდების მშობელთა მხარდაჭერა, ცოდნისა და ინფორმაციის გადაცემა, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება.

მოდულის შინაარსი:

მშობლების განათლება შეზღუდული შესაძლებლობების არსის შესახებ, ბავშვის განვითარებისა (პიროვნული, სოციალური სფერო) და განვითარების დარღვევების შესახებ. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა აღზრდისთვის საჭირო პრაქტიკული უნარ_ჩვევების გამომუშავება მშობლების მხარდაჭერა და დახმარება, მათთვის ემოციების გამოხატვის შესაძლებლობის უზრუნველყოფა, სტრესის დაძლევა.

მოდულის ხანგრძლივობა: სრული კურსი – 5 დღე (შესაძლებელია, როგორც სამუშაო, ისე არასამუშაო დღეების გამოყენება) საჭიროების შემთხვევაში შეიძლება ხანგრძლივობის შეცვლა.

მოდულის გავლის შემდეგ მონაწილენი შეძლებენ:

• ბავშვებთან განმავითარებელი აქტივობების დაგეგმვას
• თეორიული ცოდნის მიღებას და ბავშვთან მუშაობისას ინდივიდულურ მიდგომის გამოყენებას
• ბავშვების საზოგადოებაში ჩართულობის ხარისხის გაზრდას
• პრობლემების იდენტიფიკაციას და ჩარევის ხერხების ძიებას (სპეციალისტთან მიმართვა, სერვისის მიღება)
• საკუთარი ემოციებისა და დამოკიდებულებების მართვას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე შვილებთან მიართებაში
• გახდებიან აქტიურები საკუთარი შვილის უფლებების დაცვაში
• გაიზრდება მათი მოტივაცია დაეხმარონ ბავშვს წარმატებების მიღწევაში

 

 

 
     
 
პირველი ნაბიჯი საქართველო © 2010
Privacy PolicyTerms And Conditionsდაგვიკავშირდით

ინფორმაცია გადამხდელთათვის:



The ვებ-საიტი დამზადებულია  
BP-ს და Gas Studio-ს მზარდაჭერით