Under Construction
 
 
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება “პირველ ნაბიჯში”
 
 

ჩვენ გვჯერა, რომ ყველა ბავშვი განსაკუთრებულია – თქვენ?

 

ჩვენ, “პირველი ნაბიჯის” წარმომადგენლებს გვჯერა, რომ

  • ყველა ბავშვი თანაბარ მოპყრობას იმსახურებს;
  • ყველა ბავშვი იმსახურებს სიყვარულს, მზრუნველობას და პატივისცემას;
  • ყველა ბავშვს უნდა გაეწიოს დახმარება, იცხოვროს სრულფასოვნად, ღირსეულად და გახდეს საზოგადოების სრულუფლებიანი წევრი.

არ აქვს მნიშვნელობა იმას, თუ რით არის ბავშვი განსხვავებული საზოგადოებისთვის. ჩვენ, “პირველი ნაბიჯის” წარმომადგენლები ვთვლით, რომ ყველა ბავშვი განსაკუთრებულია. ჩვენ მზად ვართ  რაც შეიძლება მეტ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვს დავეხმაროთ ჯანმრთელობის გაუმჯობესებასა და  ბედნიერად ცხოვრებაში. ჩვენ არ ვახდენთ ბავშვების დისკრიმინაციას რაიმე მიზეზით.

ქართული საზოგადოების ცვლილებასთან ერთად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და მოზარდების მომავალი უფრო დამაიმედებელი ხდება, მაგრამ წარსული ყოველთვის ასეთი დადებითი არ იყო.

ძალიან დიდი ხნის განმავლობაში   შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს საქართველოში სათანადო ყურადღება არ ეთმობოდა.

1993-1994 წლების ზამთარში, კასპის სახელმწიფო ბავშთა სახლში, უყურადღებობის, სიცივისა და მოუვლელობის გამო, ფიზიკური და გონებრივი შეზღუდულობის მქონე 24  ბავშვი გარდაიცვალა. სამწუხაროდ, მომდევნო წლებში იგივე მიზეზების გამო, კიდევ ბევრი უმანკო ბავში გამოესალმა სიცოცხლეს.

ოჯახები ასეთ ბავშვებს ძალიან ხშირად  ზედმეტ ტვირთად და სირცხვილად მიიჩნევდნენ. სახელმწიფოსგან გამოყოფილი უმნიშვნელო დახმარება ამ მდგომარეობას კიდევ უფრო ამწვავებდა.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების უმეტესობა დანგრეულ, ცუდად აღჭურვილ და იზოლირებულ ბავშთა სახლებში ცხოვრობდა, სადაც შიმშილის, სიცივისა და ავადმყოფობის გამო მდგომარეობა კიდევ უფრო უმძიმდებოდა. მათ აკლდათ ადამიანური სითბო, სიყვარული და მზრუნველობა.

“პირველი ნაბიჯის” მისიაა, რომ ყველა ბავშვი განსაკუთრებულ ყურადღებას იღებდეს

“პირველი ნაბიჯი”  საგანგებო მისიის შესასრულებლად შეიქმნა, რაც კასპის ბავშთა სახლში მყოფი, სიკვდილის პირას მისული უნრაშეზღუდული ბავშვების გადარჩენას და ბავშთა საავადმყოფოში გადაყვანას გულისხმობდა. 1998 წლის შემდეგ, “პირველი ნაბიჯი” საქართველოს მთავრობასთან, ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობს  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების დასახმარებლად.


მეტი ინფორმაციის მისაღებათ იხ. ჩვენი საქმიანობა

თუ თქვენც თვლით, რომ ყველა ბავშვი განსაკუთრებულია, დაგვეხმარეთ რომ ერთად დავეხმაროთ მათ.

იმისათვის, რომ ერთი ბავშვის ცხოვრება რეალურად შეიცვალოს, დღეში სულ რამოდენიმე დოლარია საკმარისი.

• შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს არ ჰქონდათ დღის ცენტრებში სიარულის შესაძლებლობა. დღესდღეობით ზოგიერთი ბავშვი (ნიკო, 11 წლის და კესო, 8 წლის) ბედნიერად გრძნობს თავს “პირველი ნაბიჯის” დღის ცენტრში.
• მხოლოდ 3.95 დოლარია საკმარისი დღეში ერთი ბავშვის დღის ცენტრში გამოსაკვებად. შედეგად ისეთ ბავშვებს, როგორებიც არიან ნიკო და კესო, მიეცემათ განათლების მიღების შესაძლებლობა.
• 14 წლის ხატიას კომუნიკაციის ერთადერთი საშუალება ჟესტიკულაცია იყო. “პირველი ნაბიჯის” დახმარებით მან ლაპარაკი ისწავლა.
• ლოგოპედის ერთი გაკვეთილი ოჯახში მცხოვრები ბავშვისთვის 7 დოლარი ღირს.

დაგვეხმარეთ რომ დავეხმაროთ ბავშვებს შემოიტანეთ შემოწირულობა

მეტი ინფორმაცია დღიურ ხარჯებზე:

 2.12 დოლარია საკმარისი დღეში ერთი ბავშვის ტანსაცმლითა და ჰიგიენური საშუალებებით უზრუნველსაყოფად;
• 2.55 დოლარია საკმარისი დღეში ერთი ბავშვის სამედიცინო მომსახურებისთვის (პედიატრის ხელფასის ჩათვლით);
• 3.95 დოლარია საკმარისი დღეში ერთი ბავშვის დღის ცენტრში გამოსაკვებად;
• 9.58 დოლარია საკმარისი დღეში ერთი ბავშვის სკოლაში სასიარულოდ;
 9.69 დოლარია საკმარისი დღეში ერთი ბავშვის ბავშთა სახლიდან ოჯახში დასაბრუნებლად;
• 18.42 დოლარია საკმარისი დღეში ერთი ბავშვის დღის ცენტრში ტრასპორტირებისთვის და იქ განათლების მისაღებად.

“პირველი ნაბიჯი” ყველა ღონეს ხმარობს, რათა შესაბამისი ცხოვრების პირობები შეუქმნას ფიზიკური და გონებრივი შეზღუდულობის მქონე ბავშვებს და მოზარდებს. ჩვენი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, სადაც სათანადო ყურადღება ექცევა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდების ინდივიდუალურ, სოციალურ და პირად საჭიროებებს და სადაც ხდება მათი პოტენციალის რეალიზაცია.

 
     
 
პირველი ნაბიჯი საქართველო © 2010
Privacy PolicyTerms And Conditionsდაგვიკავშირდით

ინფორმაცია გადამხდელთათვის:



The ვებ-საიტი დამზადებულია  
BP-ს და Gas Studio-ს მზარდაჭერით