Under Construction
 
 
დღის ცენტრი
 
 

ჯემიკოს ისტორია

ექვსი წლის ჯემიკო, რომელსაც გონებრივი ჩამორჩენა და ცერებრალური დამბლა აქვს, 2008 წლის აგვისტოს შეირაღებული კონფლიქტის შედეგად ლტოლვილი გახდა. თბილისში, დროებით თავშესაფარში შეძენილი მეგობრები სკოლაში წავიდნენ და ჯემიკო მარტო დარჩა. შედეგად ერთ დროს კონტაქტური და სიცოცხლით სავსე ბიჭი, მარტოხელა და მიტოვებულად ბავშვად იქცა.

შეწუხებულმა ჯემიკოს მშობლებმა სწორი გადაწყვეტილება მიიღეს და “პირველი ნაბიჯის” დღის ცენტრს მიმართეს, სადაც თბილი და მზურნველი გარემოა და სადაც მათ შვილს სწავლისა და განვითარების საშუალება მიეცა. დღის ცენტრი მდებარეობს თბილისის გარეუბანში, “პირველი ნაბიჯის” ბავშვთა სოფელში.

ამჟამად, “პირველი ნაბიჯის” დახმარებით, დღის ცენტრში ოთხიდან თვრამეტ წლამდე 30 ბავშვი დადის. ბავშვები თავიანთ ბიოლოგიურ ოჯახებში და ბავშთა სოფელში ცხოვრობენ. დღის ცენტრში გაკვეთილები ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ტარდება.

“პირველი ნაბიჯი” ბავშვებს განათლების, განვითარების, სამედიცინო და სოციალური მომსახურების მიღების საშუალებას აძლევს. მათი მშობლები მონაწილეობენ სპეციალიზირებულ პროგრამებში. მათი შვილები, დატვირთული სამუშაო დღის განმავლობაში, მზრუნველ გარემოში იმყოფებიან.

დღის ცენტრში სწავლის დაწყების შემდეგ, ჯემიკო კვლავ ბედნიერ და კონტაქტურ ბავშვად იქცა. მას დახმარებას უწევენ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებაში.

დაეხმარე სხვა ჯემიკოსნაირ ბავშვებს

  • შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს არ ჰქონდათ დღის ცენტრებში სიარულის შესაძლებლობა. დღესდღეობით ზოგიერთი ბავშვი (ნიკო, 11 წლის და კესო, 8 წლის) ბედნიერად გრძნობს თავს “პირველი ნაბიჯის” დღის ცენტრში.
  • მხოლოდ 3.95 დოლარია საკმარისი დღეში ერთი ბავშვის დღის ცენტრში გამოსაკვებად. შედეგად ისეთ ბავშვებს, როგორებიც არიან ნიკო და კესო, მიეცემათ განათლების მიღების შესაძლებლობა.
  • ხოლოდ 42 დოლარია საკმარისი თვეში, რომ  დღის ცენტრი განმავითარებელი საშუალებებით უზრუნველყოთ, კერძოდ მუსიკალური ინსტრუმენტებით, საღებავებით, სათამაშო სამზარეულოებით და სპორტული ბურთებით.

 » DONATE NOW

 
     
 
პირველი ნაბიჯი საქართველო © 2010
Privacy PolicyTerms And Conditionsდაგვიკავშირდით

ინფორმაცია გადამხდელთათვის:



The ვებ-საიტი დამზადებულია  
BP-ს და Gas Studio-ს მზარდაჭერით