Under Construction
 
 
კორპორატიული დახმარება
 
 

შეუძლია შენს ორგანიზაციას დახმარება, რათა ბავშვებმა იგრძნონ, რომ განსაკუთრებულები არიან?

“პირველ ნაბიჯთან” პარტნიორობით თქვენი კომპანია დაამტკიცებს, რომ მზად არის გაიზიაროს “სოციალური პასუხიმგებლობა” და დაიმსახურებს ფართო აღიარებას.

“პირველი ნაბიჯი”, ნოვატორი და ლიდერი თავის სფეროში, უზრუნველყოფს შემდეგი სახის მომსახურებას:

  • “ბავშვების საცხოვრებლით უზრუნველყოფა”, რომლის მეშევეობითაც ბავშვები და მოზარდები იღებენ სამედიცინო და სოციალურ მომსახურებას, განათლებისა და განვითარების შესაძლებლობას.
  • “ბავშვთა ოჯახებში მომსახურება”, რომლის მეშვეობითაც Bბავშვებს უნარჩუნდებათ ოჯახები, ხორციელდება მშობლების გაძლიერების პროგრამა, რათა მათ შეძლონ ბავშვებზე ზრუნვა.
  • განათლება: დღის ცენტრი და ინტეგრირებული კლასი, სადაც ფიზიკური და გონებრივი შეზღუდულობის მქონე ბავშვებს და მოზარდებს განვითარების საშუალება ეძლევათ.
  • დასაქმება და დახმარება ნახევრად დამოუკიდებლად მცხოვრები ახალგაზრდებისთვის.
  • “გაძლიერება, სწავლება” იმ ორგანიზაციების, რომლებიც ბავშთა ზრუნვის და უნარშეზღუდულობის საკითხებზე მუშაობენ.
  • საინფორმაციო კამპანიები, რომელთა მიზანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პრობლემებზე და უფლებებზე საზოგადოების ინფორმირება და უარყოფითი დამოკიდებულების აღმოფხვრა.

ჩვენს მიერ მომზადებულ პარტნიორობის პროგრამებში, ვახდენთ კორპორატიული დონორების მიზნების და ჩვენი ძირითადი მისიის შერწყმას. ჩვენი მისიაა განსაკუთრებული საჭიროებები მქონე ბავშვების ჯანსაღი, ბედნიერი და ღირსეული ცხოვრების პირობებით უზრუნველყოფა. გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია. დაეხმარე “პირველ ნაბიჯს” დაეხმაროს ბავშვებს.

» იმოქმედე ახლა!

კორპორატიული პარტნიორობის შესახებ დამატებითი ინფორმაციითვის, დაგვიკავშირდით:

• საქართველოში: ირინა გიორგობიანი, +995 32 25 25 19, ან
• ევროპაში: ჯეინ ქორბოი, +44 0 7 989 98 2955, ან
ან დეს მაკმაჰონი, +353 1 661 9911, ან

 
     
 
პირველი ნაბიჯი საქართველო © 2010
Privacy PolicyTerms And Conditionsდაგვიკავშირდით

ინფორმაცია გადამხდელთათვის:



The ვებ-საიტი დამზადებულია  
BP-ს და Gas Studio-ს მზარდაჭერით