Under Construction
 
 
“პირველი ნაბიჯის” ბავშთა სოფელი
 
 

 

ბავშთა სოფელი გაჩნდა მაშინ, როდესაც “პირველმა ნაბიჯმა” გადაწყვიტა კასპის ბავშთა სახლიდან წამოყვანილი მძიმედ დაავადებული ბავშვებისთვის შესაბამისი საცხოვრებელი პირობები შეექმნა. კასპის ბავშთა სახლი ის დაწესებულება იყო, სადაც 1990-იან წლებში ბევრი ბავშვი ტრაგიკულად დაიღუპა. მას შემდეგ, რაც “პირველი ნაბიჯის” თანადამფუძნებლები, ჯეინ ქორბოი და ნინო ქადაგიძე-ჟვანია კასპის ბავშთა სახლს ეწვივნენ, მათ აქტიური ქმედება დაიწყეს იქ მყოფი ბავშვების გადასარჩენად. "პირველი ნაბიჯი” 1998 წ. დაარსდა.  

1999 წ. ოცდაათი უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ბავშვი თბილისის პედიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბევრი მათგანი ვერ დადიოდა და ვერ ლაპარაკობდა, ბევრი სიკვდილის პირას იყო მისული. საავადმყოფოში მათ სამედიცინო დახმარებასთან ერთად, კარგი ცხოვრების პირობები შეუქმნეს და სათანადო მზრუნველობა გამოიჩინეს.

საავადმოყოფოში მოთავსებული 30 ბავშვის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუჯობესდა  და 2000 წ. სექტემბერიდან ექვსმა მათგანმა სკოლაში დაიწყო სიარული. თბილისის შემოგარენში საქართველოს მთავრობამ “პირველ ნაბიჯს” ორი ჰექტარი მიწა გამოუყო. 2002 წელს “პირველმა ნაბიჯმა” დაასრულა პირველი საცხოვრებელი კოტეჯის მშენებლობა და ბავშვები ახალ სახლში გადავიდნენ საცხოვრებლად.

სპეციალურად აშენებულ სოფელში ბავშვები ცხოვრობდნენ მცირე ჯგუფებად ორ კოტეჯში. “პირველი ნაბიჯი” ყველა ღონეს ხმარობს, რომ ბავშვებს “ოჯახური გარემო” შეუქმნას. ბავშვების კეთილდღეობაზე ზრუნავენ “დედები”, რომლებიც ბავშვებს, როგორც საკუთარს შვილებს, ისე ეპყრობიან.

ბავშთა სოფელში “პირველი ნაბიჯი” ახორციელებს განათლების, სამედიცინო, სოციალური მომსახურების, განვითარებისა და დასაქმების პროგრამებს. ორგანიზაციის მიზანია სოფელში მცხოვრები ბავშვებისთვის ჯანსაღი და სრულფასოვანი ცხოვრების პირობების შექმნა და მათი საზოგადოებაში ინტეგრაცია.

» DONATE NOW

 
     
 
პირველი ნაბიჯი საქართველო © 2010
Privacy PolicyTerms And Conditionsდაგვიკავშირდით

ინფორმაცია გადამხდელთათვის:



The ვებ-საიტი დამზადებულია  
BP-ს და Gas Studio-ს მზარდაჭერით