Under Construction
 
 
ბავშვების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამა
 
 

First Step Georgia’s residential care for children and young people

1990-იანი წლების შეიარაღებული კონფლიქტისა და სამოქალაქო ომის გამო, გიორგის ოჯახი იძულებული გახდა მშობლიური მხარე დაეტოვებინა.

გიორგის ცერებლარული დამბლა აქვს. მშობლებს გაუჭირდათ ბავშვის სახლის პირობებში მოვლა და ოთხი წლის გიორგი კასპის ბავშთა სახლში მოათავსეს. ეს ის დაწესებულებაა, სადაც ხშირი იყო ბავშვების სიკვდილიანობის შემთხვევები, მაგრამ მშობლებს სხვა არჩევანი არ ჰქონდათ.

“პირველი ნაბიჯი” ჩაერია გიორგის ცხოვრებაში და ბავშვი საავადმყოფოში მოათავსეს. ორი რთული ოპერაციის შემდეგ, გიორგიმ პირველად გაიარა და მისი მხედველობაც გაუმჯობესდა. 2002 წელს გიორგი პირველი ნაბიჯის ბავშთა სოფელში გადაიყვანეს, სადაც ერთ დროს დათრგუნული და მიტოვებული პატარა ბიჭი, აქტიურ და შემოქმედებით ყმაწვილად ჩამოყალიბდა. გიორგიმ დაამთავრა სპეციალიზირებული სკოლა, სადაც პრაქტიკულ და სოციალურ უნარ-ჩვევებს დაეუფლა. იგი დადის სიმღერის, ცეკვისა და ცურვის გაკვეთილებზე. რაც მთავარია, გიორგიმ ისწავლა სიყვარული და ეხლა საკუთარ თავს “ყველაზე ბედნიერ ადამიანად” მიიჩნევს. ამჟამად გიორგი “ნახევრად დამოუკიდებლად” ცხოვრობს და მაკდონალდში მუშაობს.

 

დაეხმარე სხვა ბავშვებს გახდნენ ისეთივე ბედნიერები, როგორიც გიორგია

ბავშვების უნარ-ჩვევების და პიროვნული თვისებების ჩამოყალიბება ხდება თამაშებით, ხატვით, მუსიკალური აქტივობებით და სპორტული შეჯიბრებებით.

  • თვეში 12 დოლარია საკმარისი, რომ 1 ბავშვმა იაროს ცურვის გაკვეთილებზე.
  • თვეში 72 დოლარია საკმარისი, რომ 6 ბავშვმა იაროს ცურვის გაკვეთილებზე.
  • თვეში 42 დოლარია საკმარისი, რომ  დღის ცენტრი განმავითარებელი საშუალებებით უზრუნველყოთ, კერძოდ მუსიკალური ინსტრუმენტებით, საღებავებით, სათამაშო სამზარეულოებით და სპორტული ბურთებით.

 

 
     
 
პირველი ნაბიჯი საქართველო © 2010
Privacy PolicyTerms And Conditionsდაგვიკავშირდით

ინფორმაცია გადამხდელთათვის:



The ვებ-საიტი დამზადებულია  
BP-ს და Gas Studio-ს მზარდაჭერით