Under Construction
 
 
ინფორმაცია ირლანდიელი, გაერთიანებული სამეფოს და აშშ-ს გადასახადის გადამხდელებისთვის
 
 

“პირველი ნაბიჯი” წარმოადგენს უნიკალურ საქველმოქმედო ორგანიზაციას, რომელსაც არ აქვს ზედნადები ხარჯები საქართველოს გარეთ.

“შემდეგი ნაბიჯის” თანხების მოზიდვისა და ადმინისტრირების საქმიანობას ირლანდიასა და გაერთიანებულ სამეფოში, ასევე ამერიკულ ორგანიზაცია “ქართულ ფონდში”, ახორციელებენ მოხალისეები და საზოგადოებრივ საწყისებზე მომუშავე პროფესიონალები.

შენიშვნა: გადასახადებთან დაკავშირებულ საკითხებზე მიმართედ შესაბამის კონსულტანტს (სპეციალისტს). ჩვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია ატარებს მხოლოდ საინფორმაციო ხასიათს და არ შეიძლება ჩაითვალოს ოფიციალური საგასახადო სპეციალისტის (კონსულტანტის) რეკომენდაციად.

ირლანდიელი გადასახადის გადამხდელებისთვის

თუკი ხართ ირლანდიელი გადასახადის გადამხდელი, შეგიძლიათ შემოწირულობა შემოიტანოთ საქველმოქმედო ორგანიზაციაში “კავკასიის ბავშვები - შემდეგი ნაბიჯი” (ვიმედოვნებთ, რომ 2009 წ. 1-ლი ოქტომბრისთვის შესაძლებელი გახდება შემოწირულობის გაკეთება “Pay Pal”-ის მეშევეობით)

შემოწირულობა შეგიძლიათ გააკეთოდ

  • ჩეკით (გამოაგზავნეთ “შემდეგი ნაბიჯის” მისამართზე: 5 Clanwilliam Square, Dublin 2)

  • საგადასახადო დავალების მეშვეობით (ჩამოტვირთედ ფორმა)

  • საბანკო გადარიცხვით

     

  • Account Name: Children of the Caucasus - The Next Step (ანგარიშის დასახელება: კავკასიის ბავშვები - შემდეგი ნაბიჯი
    Bank of Ireland, Lower Baggot Street Branch,  Dublin 2
    Euro A/C  36589275  Branch No  90-14-90
    Swift Code BOFIIE2D
    IBAN IE16 BOFI 9014 9036 5892 75

თუკი გადასახადს “PAYE” სისტემით იხდით, შეგიძლიათ ამ ვებგვერდიდან ჩამოტვირთოდ და შეავსოთ CHY2 ფორმა. იმისდა მიხედვით თუ რომელ საგასახადო ჯგუფს მიეკუთვნებით, შესაძლებელია ყოველ გადარიცხულ ევროზე, დამატებით მიიღოთ 21 ან 41 ცენტი.


თუკი ირლანდიაში გადასახადებს თქვენით იხდით (თვითონ აფასებთ გადასახადის ოდენობას), შეგიძლიათ მოითხოვოთ საგადასახადო შეღავათი თქვენს მიერ გაკეთებულ შემოწირულობაზე. გთხოვთ “შემოწირულობის ფორმაში” აღნიშნეთ შესაბამისი გრაფა და ჩვენ გამოგიგზავნით შემოწირულობის მიღების დამადასტურებელ წერილს, რომელსაც საგადასახადო შეღავათის მისაღებად წარადგენთ. მაგალითად, თუკი 100 ევროზე იხდით გადასახადს 41%-ს, ყოველ გადარიცხულ 100 ევროზე მიიღებთ საგადასახადო შეღავათს 41 ევროს ოდენობით. შესაბამისად თქვენს მიერ გაღებული შემოწირულობა 100-ის ნაცვლად 59 ევრო დაგიჯდებათ.

თუკი კომპანია იხდის “ირლანდიის კორპორაციულ გადასახადს” და შემოწირულობას რიცხავს “შემდეგ ნაბიჯში”, მას შეუძლია მოითხოვოს კორპორაციული გადასახადის შემცირება (რომელიც ამჟამად 12.5%-ია). მაგალითად, თუკი კომპანია რიცხავს 1000 ევროს “შემდეგ ნაბიჯში”, მის მიერ გაღებული შემოწირულობა 1000-ის ნაცვლად 875 ევრო იქნება.

გაერთიანებული სამეფოს გადასახადის გადამხდელებისთვის

თუკი ხართ გაერთიენებული სამეფოს გადასახადების გადამხდელი, გადარიცხეთ შემოწირულობა ჩვენს საქველმოქმედო ორგანიზაციაში გაერთიანებული სამეფოში. ამ ვებგვერდიდან შეგიძლიათ ჩამოტვითოდ და შეავსოდ “Gift Aid”-ის ფორმა. ყოველ გადარიცხულ 1 ფუნტზე მიიღებთ 28 პენსს.

აშშ-ს გადასახადის გადამხდელებისთვის

“შემდეგი ნაბიჯი” და “პირველი ნაბიჯი” წარმოადგენენ აშშ-ში რეგისტრირებული ორგანიზაციის “ქართული ფონდის” ფილიალებს (ორგანიზაცია რეგისტრირებულია აშშ-ს 501 c 3 აქტის შესაბამისად). შემოწირულობებისთვის გამოიყენეთ ინსტრუქციები აშშ-ს გადასახადის გამხდელებისთვის.

“პირველი ნაბიჯი” წარმოადგენს “ქართული ფონდის” ფილიალს. ეს უკანასკნელი არის ამერიკაში რეგისტრირებული არასამთავრობო, არა-რელიგიური და არა-პოლიტიკური ორგანიზაცია. “ქართული ფონდი” მიიღებს შემოწირულობებს “პირველი ნაბიჯისთვის”. აშშ-ს გადასახადის გადამხდელებს შეუძლიათ ისარგებლონ საგადასახადო შეღავათებით “პირველი ნაბიჯისთვის” გაკეთებული შემოწირულობებისთვის. “პირველი ნაბიჯი” “ქართულ ფონდთან” 1998 წლიდან მუშაობს. “ქართული ფონდი” გასცემს 501(c)3 საგადასახადო საიდენტიფიკაციო ნომერს, რომლის მეშვეობითაც დონორებს შეუძლიათ მოითხოვონ საგადასახადო შეღავათები. დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ჯეინ ქორბოის  ან “ქართულ ფონდს”  

როგორ გავაკეთოდ შემოწირულობა “პირველი ნაბიჯი საქართველოსთვის” “ქართული ფონდის” მეშვეობით:

საბანკო გადარიცხვით:

ბენეფიციარი ბანკი:
Citibank, 2 Exchange Place, New York, NY.
ABA number 021 000 089
Bear Sterns account number 092 53186
Further credit to: Georgian Foundation (შემდგომი გადარიცხვა: “პირველი ნაბიჯი”)
Account No (ანგარიშის ¹) 486-09591

ჩეკით: (მხოლოდ ამერიკული ბანკებიდან, გადარიცხვა ევროში არ ხდება)

ჩეკი გააგზავნეთ “ქართული ფონდის” მისამართზე:
Georgian Foundation,
1361 Corte Loma,
Walnut Creek, California 94598
(მიუთითედ, რომ თანხები განკუთვნილია “პირველი ნაბიჯი საქართველოსთვის”)

 

 

 
     
 
პირველი ნაბიჯი საქართველო © 2010
Privacy PolicyTerms And Conditionsდაგვიკავშირდით

ინფორმაცია გადამხდელთათვის:



The ვებ-საიტი დამზადებულია  
BP-ს და Gas Studio-ს მზარდაჭერით