Under Construction
 
 
კასპის სახელმწიფო ბავშთა სახლი
 
 

კასპის ფსიქო-ნევროლოგიური სახელმწიფო დაწესებულება წარმოადგენდა ბავშთა სახლს, სადაც 100-მდე ფიზიკური და გონებრივი შეზღუდულობის მქონე უპატრონო ბავშვი ცხოვრობდა.

1993-1994 წ. ზამთარში, კასპის სახელმწიფო ბავშთა სახლში, უყურადღებობის, სიცივისა და მოუვლელობის გამო, 24 ფიზიკური და გონებრივი შეზღუდულობის მქონე ბავშვი გარდაიცვალა. ტრაგიკულია, რომ, იგივე მიზეზების გამო, მომდევნო წლებში კიდევ ბევრი უმანკო ბავში გამოესალმა სიცოცხლეს. ძალიან ხშირად ოჯახები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს ზედმეტ ტვირთად და სირცხვილად მიიჩნევდნენ. ასეთი ოჯახები სახელმწიფოსგან უმნიშვნელო დახმარებას იღებდნენ.

საბჭოთა პერიოდში არსებული სახელმწიფო პოლიტიკის გამო, ოჯახები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს ბავშთა სახლებში აბარებდნენ. საზოგადოებაში, რომელშიც არ არსებობდა პროგრესული აზროვნება უნარშეზღუდულობის შესახებ, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვები უმძიმეს მდგომარეობაში იყვნენ. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, ბავშვთა სახლებში არსებული მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტის გამო.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების უმეტესობა დანგრეულ, ცუდად აღჭურვილ და იზოლირებულ ბავშთა სახლებში ცხოვრობდა, სადაც შიმშილის, სიცივისა და ავადმყოფობებისგან იტანჯებოდა. ისინი მოკლებულნი იყვნენ ნორმალურ ადამიანურ სითბის, სიყვარულსა და მზრუნველობას.   

გაეროს ადამიანთა უფლებების ყოფილმა კომისარმა და ირლანდიის ყოფილმა პრეზიდენტმა, მერი რობინსონმა განაცხადა:

“ძალიან სამწუხარო და დამთრგუნველია, როდესაც იგებ თუ როგორ უიმედო მდგომარეობაში იმყოფება ბევრი “დავიწყებული ბავშვი” კავკასიაში. არ არის საჭირო ადამიანთა უფლებების ერთიან დეკლარაციაში ან გაეროს ბავშთა უფლებების კონვენციაში ჩაძიება: ადამიანური ინსტიქტი გვკარნახობს, რომ ბავშვებს განსაკუთრებული მოვლა და დახმარება ესაჭიროებათ”.

ბი-ბი-სი-ს კორესპონდენტმა მოსკოვში, დემიან გრამატიკასმა 2005 წ. ივლისში, კასპის ბავშთა სახლში ვიზიტის შემდეგ, განაცხადა:

”კასპი არის ყველაზე სევდიანი ადგილი, რაც კი ოდესმე მინახავს” 

1994-1997 წწ. აშშ-ს ელჩის მეადგილემ და 1998წ.-მდე ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ლორენს კერმა განაცხადა:

“კასპის ბავშთა სახლში არსებული მდგომარეობა არის ყველაზე დამთრგუნველი, რაც კი ოდესმე მინახავს “განვითარებად ქვეყნებში” ჩემი ხანგრძლივი კარიერის მანძილზე. ვიეტნამშიც კი, სამოქალაქო ომის დროს, ბავშვები ასეთ მძიმე მდგომარეობაში არ იყვნენ”   

მედიცინის განვითარების ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა ლესლი რუბინმა განაცხადა:

“ვერ ვიჯერებდი, რომ ბავშვებს ასე ექცეოდნენ. ერთი სული მქონდა, წამოვსულიყავი კასპიდან და დამეწყო გზების ძიება ამ ბავშვების უფრო უსაფრთხო და მზურნველ გარემოში გადასაყვანად”

დოქტორი აკრამ ალი ელტონი ბევრს წერს ბავშთა ზრუნვის საკითხებზე. იგი არის ავტორი “საქარველოში ბავშთა ინსტიტუციონალიზაციასთან დაკავშირებული რეფორმების კვლევისა” (UNICEF, 1998 წ. მაისი). იგი წერს:

“მიუხედავად იმისა თუ საიდან მოდის დაფინანსება და რომელ ეტაპს ეხება იგი (რეფორმას, რესტრუქტურიზაციას თუ განხორციელებას), აუცილებელია საპილოტე (საცდელი) პროექტების განხორციელება, ბავშთა მოვლის ინსტიტუციურ და “თემზე დაფუძნებულ“ პრინციპებზე და ინტერვენციის სხვადასხვა მიდგომების გამოყენება. აღნიშნული პროექტების განხორციელების შედეგად მიღებული გამოცდილების/შედეგების გამეორება და გავრცელება უნდა მოხდეს მთელს საქართველოში”.

 
     
 
პირველი ნაბიჯი საქართველო © 2010
Privacy PolicyTerms And Conditionsდაგვიკავშირდით

ინფორმაცია გადამხდელთათვის:



The ვებ-საიტი დამზადებულია  
BP-ს და Gas Studio-ს მზარდაჭერით