Under Construction
 
 
ბავშვთა ოჯახებში მომსახურების პროგრამა
 
 

ბავშვების ოჯახებში შენარჩუნება: ნინიკოს ისტორია

12 წლის ნინიკოს ისტორია ნათელი მაგალითია იმ სირთულისა, რომლის დაძლევასაც “პირველი ნაბიჯი” ცდილობს: ეს არის მშობელთა უუნარობა, ფინანსური და სოციალური მხარდაჭერის არარსებობის პირობებში, სახლში ყავდეთ და მოუარონ სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვს.

 

ნინიკოს აქვს გონებრივი შეზღუდულობა, ეპილეფსია და ცერებრალური დამბლა. 2003 წელს, როდესაც ნინიკო 6 წლის იყო, ბავშვის მოვლისგან სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილმა დედამ, იგი კასპის ბავშთა სახლში ჩააბარა. თუმცა “პირველი ნაბიჯის” ჩარევის შედეგად, ნინიკო 6 თვეში დედას დაუბრუნდა. “პირველი ნაბიჯის” დახმარებით ნინიკოს გაუკეთდა რამდენიმე ოპერაცია, მისი მოძრაობის უნარის გასაუმჯობესებლად. ნინიკოს რეგულარულად უტარდება ფიზიკური თერაპიის სეანსები და იმყოფება ნევროლოგის დაკვირვების ქვეშ. იგი დადის დღის ცენტრში. ორგანიზაციამ სრულ განაკვეთზე დაიქირავა ძიძა, რომელიც დახმარებას უწევს ნინიკოს და მის ოჯახს.

ნინიკოს დედა ბედნიერია, რომ შვილი ისევ სახლში ყავს. მძიმე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მოვლა არის ის გამოწვევა, რომელთანაც გამკლავება ძალიან ცოტა მშობელს შეუძლია დახმარების გარეშე.

დაეხმარე “პირველ ნაბიჯს” შეუნარჩუნოს ოჯახი რაც შეიძლება მეტ ნინიკოსნაირ ბავშვს:

  • მხოლოდ 9,69 დოლარია საკმარისი დღეში, რომ მოხდეს 1 ბავშვის რეინტეგრაცია (კასპის ბავშთა სახლიდან) ოჯახში.
  • მხოლოდ 57 დოლარია საკმარისი თვეში, რომ მოხდეს 1 ბავშვის ფიზიკური რეაბილიტაცია, სარეაბილიტაციო ცენტრში ტრანსპორტირების ჩათვლით.
 

» DONATE NOW

ბავშვთა ოჯახებში მომსახურების პროგრამა

ბავშვთა ოჯახებში მომსახურების პროგრამა მუშაობს იმ ოჯახებთან, რომლებიც სახლის პირობებში უვლიან განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებს. “პირველი ნაბიჯი” მათ მომსახურებას ოჯახშივე უწევს. ამ ბავშვებს აქვთ ისეთი მძიმე დავადებები, რომ საერთოდ ვერ დადიან, ან დამოუკიდებლად ვერ დადიან სკოლაში.

“პირველი ნაბიჯის” სამედიცინო ექსპერტები, სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები რჩევებს აძლევენ და კონსულტაციებს უწევენ ოჯახებს, ბავშვების სახლის პირობებში მოვლის საკითხებზე. “პირველმა ნაბიჯმა” დაუქირავა ძიძა ოჯახებში მცხოვრებ რამოდენიმე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვს, რამაც საშუალება მისცა მათ მშობლებს შეენარჩუნებინათ სამსახურები.  ძიძებს ზოგიერთი ბავშვი სკოლაში დაჰყავთ.

  • 14 წლის ხატიას მხოლოდ ჟესტების მეშვეობით შეეძლო კომუნიკაცია, მაგრამ ახლა, “პირველი ნაბიჯის” დახმარებით, ისწავლა ლაპარაკი. 7 დოლარია საკმარისი ლოგოპედის ერთი გაკვეთილის დასაფინანსებლად.
  • 12 წლის ირაკლი ვერ დადის, დამოუკიდებლად ვერ ჭამს და ვერ გადის სააბაზანოში. 11 დოლარია საკმარისი დღეში სპეციალურად მომზადებული ძიძის დასაქირავებლად, რომელიც მოუვლის ირაკლისნაირ ბავშვს, ხოლო მისი მშობლები იმუშავებენ, რათა უფრო ადვილად შეძლონ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვის მოვლასთან დაკავშირებულ სიძნელეებთან გამკლავება.
  • მხოლოდ 18 დოლარია საკმარისი თვეში, რომ სოციალურმა მუშაკმა მომსახურება გაუწიოს მძიმე უნარშეზრუდულობის მქონე ბავშვის ოჯახს.

» DONATE NOW

 

 
     
 
პირველი ნაბიჯი საქართველო © 2010
Privacy PolicyTerms And Conditionsდაგვიკავშირდით

ინფორმაცია გადამხდელთათვის:



The ვებ-საიტი დამზადებულია  
BP-ს და Gas Studio-ს მზარდაჭერით