Under Construction
 
 
მეგობრები
 
 

“პირველი ნაბიჯი” ეხმარება ბავშვებს და მოზარდებს, რომლებიც საკუთარ ოჯახებში ცხოვრობენ. ისინი ჩართულები არიან სხვადასხვა საქველმოქმედო პროექტებში.

ოჯახების უმრავლესობას ფინანსური პრობლემები აქვთ. “პირველი ნაბიჯი” ამ ოჯახებს ყოველდღიურ პრობლემებს უმსუბუქებს, ეხმარება მათ იცხოვრონ უფრო ჯანსაღად, მხიარულად და ნაკლები სტრესებით. თვეში ერთხელOორგანიზაცია ოჯახებს აუცილებელი მედიკამენტებით, საკვებითა და საოჯახო ნივთებით ამარაგებს.

აღნიშნული დახმარება საკმარისია იმისთვის, რომ ბავშვებმა და მათმა ოჯახებმა უკეთეს პირობებში იცხოვრონ და ხელი შეუწყონ ბავშვების ნორმალურ განვითარებას. იმისათვის, რომ დახმარება გაეწიოს რაც შეიძლება მეტ გაჭირვებულ ოჯახს, “პირველმა ნაბიჯმა” ჩამოაყალიბა “მეგობრების კლუბი”, რომელიც  ექვს ოჯახს ეხმარება.

ლისა კესნერი, რომელიც მეურვეთა საბჭოს წევრია, ეხმარება ნინიკოს და მის ოჯახს. ნინიკო, “პირველი ნაბიჯის” დახმარებით, კასპის ბავშვთა სახლიდან ოჯახს დაუბრუნდა. ლისას ყოველთვიური შემოწირულობა ხმარდება ნინიკოს სხვადასხვა საჭიროებებს, რომლებსაც სოციალური მუშაკი განსაზღვრავს.

“პირველი ნაბიჯის” თანამშრომლები ეხმარებიან და-ძმას, ნინიკოს და ზვიადს, რომლებიც ცხოვრობდნენ ორგანიზაციის ბავშთა სოფელში და ახლა ოჯახს დაუბრუნდნენ. ჩვენს დახმარებას ოჯახი იყენებს გადასახადების გადასახდელად ზამთრის პერიოდში და სხვა აუცილებელი ნივთების შესაძენად.

კიდევ ოთხ ოჯახს ეხმარებიან ის ადამიანები, რომლებსაც სურთ, რომ მონაწილეობა მიიღონ “პირველი ნაბიჯის” საქმიანობაში და წვლილი შეიტანონ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების და მოზარდების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაში.

ანა ცაგარელი “მაგთი”-ში მუშაობს. იგი და მისი თანამშრომლები ეხმარებიან ორ ბავშვს: თიკოს თბილისიდან და თამუნას ხაშურიდან.

ნათია სართანია და მისი მეგორბრები ეხმარებიან მარიამს და მის ოჯახს. ნათია იყო სტაჟორი “პირველ ნაბიჯში” და დღემდე განაგრძობს ჩვენთან და ჩვენს ბავშვებთან თანამშრომლობის.

ნინო ყვავილაშვილი და მისი მეგობრები ეხმარებიან სოფოს, რომელიც ქარელში, ძალიან ღარიბ ოჯახში ცხოვრობს.

“პირველი ნაბიჯის” მეგობრების შემოწირულობა, თვეში ერთხელ, ირიცხება ოჯახების საბანკო ანგარიშებზე. სამ თვეში ერთხელ, სოციალური მუშაკი დონორებს უგზავნის ანგარიშებს ბავშვების და მათი ოჯახების მდგომარეობის და პროგრესის შესახებ.

ძალიან ბევრ ოჯახს ესაჭიროება დახმარება. თუკი გსურთ მონაწილეობა მიიღოთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაში, დაგვიკავშირდით.

 
     
 
პირველი ნაბიჯი საქართველო © 2010
Privacy PolicyTerms And Conditionsდაგვიკავშირდით

ინფორმაცია გადამხდელთათვის:



The ვებ-საიტი დამზადებულია  
BP-ს და Gas Studio-ს მზარდაჭერით