Under Construction
 
 
ამხანაგთა კლუბი
 
 

08 Jun '09 | ამხანაგური საფეხბურთო მატჩი

ჩვენი მეგობრების კლუბი გააქტიურდა მნიშვნელოვანი საფეხბურთო მატჩის მზადების პერიოდში, რომელიც “პირველ ნაბიჯს” თანხების მოზიდვასა და საქმიანობის პოპულარიზაციაში დაეხმარა. ეს ამხანაგური თამაში თბილისისა და მოლდოვას საფეხბურთო გუნდებს შორის 2009 წლის 6 ივნისს ჩატარდა. ერთ-ერთმა ჩვენმა მეგობარმა, ფეხბურთის ლეგენდამ, რეზი არველაძემ ათი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვი, თავიანთ აღმზრდელებთან ერთად  თამაშზე დაპატიჟა. ბავშვებისთვის ეს განსაკუთრებული მოვლენა იყო, მეგობართა კლუბის წევრების საერთო ძალიახმევით ღონისძიება წარმატებით ჩატარდა:

  • გამომცემელი მზია კუტივაძე და რადიო 2-ის ჟურნალისტი მანანა ხვედელიძე დაგვეხმარნენ, რომ ფეხბურთის ტრანსლიაციის დროს საზოგადოებრივ მაუწყებელზე და რადიო 2 ზე გასულიყო მოწოდება ‘’პირველი ნაბიჯის’’აღსაზრდელების დასახმარებლად. ბავშვების დასახმარებლად მობილურის მეშვეობით შემოწირულობა მრავალმა ადამიანმა გაიღო
  • მეგობართა კლუბის წევრების გიორგი კაციტაძის, შოთიკო ბაქრაძისა და Georgianevents-ის წარმომადგენელის მაკა ყუბუსიძის დახმარებით, მეგობრების კლუბის პირველი ღონისძიება წარმატებით ჩატარდა

გახდი ჩვენი მეგობარი და მოგვაწოდე იდეები მომავალი ღონისძიებებისთვის. საკონტაქტო ინფორმაცია:
საქართველოში: ირინა გიორგობიანი  +995 32 25 25 19 ან

» DONATE NOW

» Other stories
 
     
 
პირველი ნაბიჯი საქართველო © 2010
Privacy PolicyTerms And Conditionsდაგვიკავშირდით

ინფორმაცია გადამხდელთათვის:



The ვებ-საიტი დამზადებულია  
BP-ს და Gas Studio-ს მზარდაჭერით