Under Construction
 
 
ტრენინგ მოდულები
 
 

 ძირითადი: 

  1. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მომსახურებისა და ზრუნვის პრინციპები

მოდულის მიზანი: დაინტერესებულ პირებს და ორგანიზაციების თანამშრომლებს მიაწოდოს ინფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების შესახებ, გააცნოს ზრუნვის ძირითადი პრინციპები და მეთოდები. განუვითაროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებთან მუშაობის (მოვლის, სწავლებისა და განვითარებისათვის საჭირო) პრაქტიკული უნარ-ჩვევები.

მოდულის შინაარსი:  შეზღუდული შესაძლებლობების სახეები და კლასიფიკაცია, ზრუნვის პრინციპები და მეთოდები, განვითარების ფსიქოლოგია, ძალადობის ფორმები და პრევენცია, ქცევის ფორმირება, მშობლებთან/მზრუნველებთან კონსტურქციული ურთიერთობა, ეფექტური კომუნიკაცია, სტრესის მართვა.

მოდულის ხანგრძლივობა: სრული კურსი - 5 სამუშაო დღე. საჭიროებიდან გამომდინარე შესაძლებელია კურსის ხანგრძლივობის შეცვლა.
 
მოდულის გავლის შედეგად მონაწილეები შეძლებენ:

• შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის შესაფერისი და ხარისხიანი მომსახურების მიწოდებას;
• შესაფერისი კომუნიკაციის ფორმების განვითარებას;
• თერაპიული და მასტიმულირებელი გარემოს შექმნას;
• შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ინდივიდუალური
• საჭიროებების გამოვლენას და დაკმაყოფილებას.

  1. პიროვნებაზე ცენტრირებული მომსახურება

მოდულის მიზანი: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიმართ სწორი დამოკიდებულების ჩამოყალიბება. პიროვნების შეცნობა, მათი ინტერესების, შესაძლებლობების განსაზღვრა და პიროვნებაზე ცენტრირებული გეგმის შემუშავება.

მოდულის შინაარსი:

• სოციალური და სამედიცინო მოდელის განხილვა და შედარება
• ხუთი ღირებული გამოცდილება (ღირსება, ურთიერთობები, არჩევანი, ჩვეული ადგილები, წვლილი)
• განსხვავება ინდივიდუალურ და მასობრივ დაგეგმვას შორის
• პიროვნებაზე ცენტრირებული დაგეგმვა.

მოდულის ხანგრძლიობა: სრული კურსი - 2 სამუშაო დღე; საჭიროების შემთხვევაში შეიძლება ხანგრძლიობის შეცვლა.

მოდულის გავლის შედეგად მონაწილეები შეძლებენ:

• შეზღუდული შესაძლებელობების მქონე პირებთან ღირსეულ ურთიერთობას და მუშაობას
• პიროვნებაზე ცენტრირებული გეგმის შედგენას

  1. ინდივიდუალური სასწავლო (ი,ს,გ) და მომსახურების (ი.მ.გ) გეგმის შედგენა

მოდულის მიზანი:  ინდივიდუალი მომსახურების გეგმისა და ინდივიდუალური სასწავლო გეგმის დაგეგმვა და წარმართვა, მშობლების/მზრუნველების როლის გაძლიერება ბავშვის შეფასებასა და მიზნის შერჩევაში. მიზანზე მუშაობის მეთოდები

მოდულის შინაარსი:

• ინდივიდუალური მომსახურების გეგმა
• ინდივიდუალური სასწავლო გეგმა

მოდულის ხანგრძლივობა: სრული კურსი – 1 სამუშაო დღე;

მოდულის გავლის შედეგად მონაწილეები შეძლებენ:

• სწორად დაგეგმონ და წარმართონ ი.მ.გ. და ი.ს.გ.
• იმუშაონ გუნდური მუშაობის პრინციპით.
• ექნებათ საშუალება საკუთარი წვლილი შეიტანონ ბავშვის შეფასებისა და ზრუნვის პროცესში
• ჩამოუყალიბდებათ უნარები, როგორ იმუშაონ შშმ პირებთან
• შეძლებენ გაიცნონ და სწორად შეაფასონ პიროვნება
• ბავშვის შესაძლებლობებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე შეარჩიონ ფუნქციონალური და საგანმანათლებლო მიზნები.
• შეიმუშონ და დეგეგმონ მიზანზე მუშაობის მეთოდები და სტრატეგიები

  1. გამომწვევი ქცევის  მართვა

 

მოდულის მიზანი:  ქცევის ფორმირების მექნიზმების გაცნობა, გამომწვევი (პრობლემური, აგრესიული) ქცევის შინაარისა და მართვის მექანიზმების სწავლება.

მოდულის შინაარსი:

რას წარმოადგენს ადამიანის ქცევა, რა სახის ურთიერთქმედება არსებობს ქცევასა და გარემო ფაქტორებს შორის, როგორ ზემოქმედებს ეს ორი ფაქტორი ერთმანეთზე. რა შემთხვევაში შეიძლება ქცევას ვუწოდოთ გამომწვევი. ქცევაზე დაკვირვება, ჩარევის სტრატეგიები და პრაქტიკაში დანერგვა.

მოდულის ხანგრძლიობა: სრული კურსი – 4 სამუშაო დღე; საჭიროების შემთხვევაში შეიძლება ხანგრძლიობის შეცვლა.

მოდულის გავლის შედეგად მონაწილეები შეძლებენ:

• გამომწვევი ქცევის იდენტიფიკაციას
• გამომწვევი ქცევის მიზეზების განსაზღვრას
• გამომწვევი ქცევის მართვას
• გამომწვევი ქცევის პრევენციას

  1. პირველადი სამედიცინო დახმარება და ჯანმრთელი ცხოვრების წესი

მოდულის მიზანი: დაინტერესებულმა პირებმა და ორგანიზაციების თანამშრომლებმა დამოუკიდებლად და სწორად შეძლონ პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა და შეისწავლონ  ჯანმრთელი ცხოვრების წესი.

მოდულის შინაარსი:

I პირველადი სამედიცინო დახმარება:  გულყრა, დამწვრობა, ალერგია, ძვლების მოტეხილობა, სისხლდენა, ნაკბენი.
II სხეულის ჰიგიენა: თმა, კანი, ხელები, ფეხები, კბილები, თვალები, ყურები, ფრჩხილები.
III ჯანსაღი ცხოვრების წესი: ალკოჰოლი, თამბაქო, ნარკოტიკი, იმუნოდეფიციტის ვირუსი, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები.
IV დაავადებები: ინფექციური, საჭმლის მომნელებელი სისტემის,  კანის. ჯანსაღი კვება.

მოდულის ხანგრძლიობა: სრული კურსი – 3 სამუშაო დღე;

მოდულის გავლის შედეგად მონაწილეები შეძლებენ:

• ექიმის ჩარევამდე სწორად აღმოუჩინონ პაციენტს პირველადი სამედიცინო დახმარება
• თეორიული ცოდნის საფუძველზე პრაქტიკაში დანერგავენ ჯანმრთელი ცხოვრების წესს
• ჰიგიენური წესების დაცვის საფუძველზე შეძლებენ გარკვეული დაავადებების პრევენციას.

  1. ოკუპაციური თერაპიის საფუძვლები

მოდულის მიზანი: დაინტერესებულ პირებს და ორგანიზაციების თანამშრომლებს გააცნოს: ოკუპაციური თერაპიის მნიშვნელობა; ოკუპაციური თერაპევტის მუშაობის პრინციპები და ხედვა; ზოგადი პრინციპები მიზანმიმართული საქმიანობისა და ამ საქმიანობაში შეზღუდული შესაძლებელობების მქონე პირთა ჩართვის მნიშვნელობა, მათი დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდის მიზნით. 
შეისწავლონ და გამოიყენონ ხელში სწორად ჭერის და ტარების ტექნიკის ასპექტები უსაფრთხოებისა და მიზნის ეფექტურობის გაზრდის მიზნით. გაიგონ თუ რამდენად მნიშვნელოვანია შეგრძნების არხების სტიმულაცია, როგორც ქცევის მართვის ერთ-ერთი სტრატეგია.    

მოდულის შინაარსი:

• ხელში სწორად ჭერის/გადაყვანის ტექნიკები;
• ნაწოლები და მათი პრევენციის მეთოდები;
• სენსორული სტიმულაცია   
• მიზანმიმართული საქმიანობები/ნორმალური განვითარება საქმიანობებთან მიმართებაში; მოვლის ტექნიკები;

მოდულის ხანგრძლიობა: სრული კურსი – 2 სამუშაო დღე; საჭიროების შემთხვევაში შეიძლება ხანგრძლიობის შეცვლა.

მოდულის გავლის შედეგად მონაწილეები შეძლებენ:

• აღსაზრდელების უსაფრთხო და სწორ გადაყვანას სხვადასხვა ადგილიდან
• ფიზიკურად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან ნაწოლების გაჩენის პრევენციას
• შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლებას სწორი ტექნიკების გამოყენების მეშვეობით
• სესნსორული სტიმულაცია და თუ როგორ შეიძლება მისი გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში

  1. ბავშვთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები

მოდულის მიზანი: ბავშვის უფლებათა კონვენციის და შეზღუდული შესაძლებელობების მქონე პირთა უფლებების ძირითადი პრინციპების გაცნობა. ინფორმაცია ბავშვთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების შესახებ.

მოდულის შინაარსი:

• ბავშვთა ძირითადი უფლებები კონვენციის მიხედვით;
• შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები;
• შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმება, საქართველოს შრომის კოდექსი;
• საქართველოში ბავშვთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების გაცნობა.

მოდულის ხანგრძლიობა: სრული კურსი – 1 სამუშაო დღე.

მოდულის გავლის შედეგად მონაწილეები შეძლებენ:

ბავშვთა და შშმ პირთა უფლებების დაცვას და დარღვევების აღმოჩენას, შესაბამისად რეაგირებას.

  1. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და სოციალური სამუშაო

    მოდულის მიზანი: სოციალურ მუშაკებს ჩამოუყალიბდეთ სწორი დამოკიდებულება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიმართ. გაეცნონ სფეროს თავისებურებებს, მიიღონ საჭირო ინფორმაცია წარმატებული სოციალური საქმიანობის განსახორციელებლად.

    მოდულის შინაარსი:

    • სოციალური და სამედიცინო მოდელი
    • ხუთი გამოცდილი ღირებულება
    • გონებრივი შეზღუდვის კლასიფიკაცია, ხარისხები, საჭირო დახმარების ფორმები
    • ინტეგრაცია და ინკლუზია
    • შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ქცევა, ქცევის თავისებურებები, გამომწვევი ქცევა და მისი მართვა
    • შეზღუდული შესაძლებელობის მქონე პირთა შეფასება, პრობლემის იდენტიფიკაცია, სამოქმედო გეგმის შედგენა, ინტერვენციის მეთოდები.
    • ეფექტური კომუნიკაცია
    • ოჯახთან მუშაობის თავისებურებები

    მოდულის ხანგრძლივობა: სრული კურსი - 3 სამუშაო დღე;  საჭიროების შემთხვევაში შეიძლება ხანგრძლიობის შეცვლა.

    მოდულის გავლის შედეგად მონაწილეები შეძლებენ:

    წარმატებულად განახორციელონ სოციალური სამუშაო შეზღუდული შესაძლებლობების პირებთან და მათ ოჯახებთან

 

 
     
 
პირველი ნაბიჯი საქართველო © 2010
Privacy PolicyTerms And Conditionsდაგვიკავშირდით

ინფორმაცია გადამხდელთათვის:



The ვებ-საიტი დამზადებულია  
BP-ს და Gas Studio-ს მზარდაჭერით