Under Construction
 
 
სიახლეები
 
 

08 ივნ. '10 | სამუშაო შეხვედრა ლოპოტაში 3,4 ივნისი 2010 წელი

ბავშვთა კეთილდღეობის რეფორმა და ბავშვზე ზრუნვის ინდივიდუალური მიდგომის დანერგვის ხელშეწყობისთვის

საქართველოში მიმდინარე ბავშვთა კეთილდღეობის რეფორმის ფარგლებში, მთავრობის საზრუნავია გააუმჯობესოს ბავშვზე ზრუნვა ბავშვთა სახლებში და ხელი შეუწყოს დეინსტიტუციონალიზაციას. ინერგება ბავშვზე ზრუნვის სტანდარტები, რომელიც სავალდებულოა ყველა სააღმზრდელო დაწესებულებისთვის. მე-5 სტანდარტის ამოქმედება, რომელიც გულისხმობს ინდივიდუალური მიდგომას, დაგეგმილია 2011 წლის 1 იანვრიდან. მისი დანერგვისათვის 2010 წლის განმავლობაში მიმდინარეობს 21 ბავშვთა სახლისა და 3 დღის ცენტრის თანამშრომლების შეფასება, შერჩევა და გადამზადება. ამ სამუშაოს ასრულებს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია: “პირველი ნაბიჯი საქართველო” “საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციასთან” ერთად, საერთაშორისო ორგანიზაციები: ფედერაცია “გადავარჩინოთ ბავშვები” “საქართველოს ბავშვებთან” და პოლონურ ორგანიზაცია “ჩვენ სახლთან” ერთად, “ვორლდ ვიჟენ საქართველო” და “ევრიჩაილდი”.

იმისათვის, რომ ეს პროცესი თანმიმდევრულად, დროულად და ხარისხიანად შესრულდეს “პირველი ნაბიჯი საქართველოსა” და “გაეროს ბავშვთა ფონდის” ინიციატივით 3,4 ივნისს ჩატარდა გასვლითი სამუშაო სესია ლოპოტაში. სამუშაო სესიაში მონაწილეობა მიიღეს: :   “საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო”, “სოციალური მომსახურების სააგენტო”, “შეზღუდული შესაძლებელობების მქონე პირთა, ხანდაზმულთა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა მომსახურების სააგენტო”,“გაეროს ბავშვთა ფონდი”, ``პირველი ნაბიჯი საქართველო”, “საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია”, “ევრი ჩაილდი”,“ვორლდ ვიჟენ საქართველო”, “გადავარჩინოთ ბავშვები”, “ჩვენი სახლი”,“საქართველოს ბავშვები”

»არქივი
 
     
 
პირველი ნაბიჯი საქართველო © 2010
Privacy PolicyTerms And Conditionsდაგვიკავშირდით

ინფორმაცია გადამხდელთათვის:



The ვებ-საიტი დამზადებულია  
BP-ს და Gas Studio-ს მზარდაჭერით