Under Construction
 
 
სიახლეები
 
 

20 აპრ. '10 | სტუმრობა მაკდონალდსში

სურვილების ასრულების დღე ხშირია ბავშვთა სოფელში. ერთ-ერთ ასეთ დღესაც, გიოს სურვილი თავის მეგობრებთან ერთად ასრულდა. მან მეგობრები თავის სამსახურში - მაკდონალდსში დაპატიჟა. გიო უსაზღვროდ ბედნიერი და ამაყი  შეუძღვა დარბაზში თავისიანებს.

დამხდურებმა ბავშვებს თბილი შეხვედრა მოუწყვეს და საზეიმოდ განაწყვეს ისინი. მათ იმხიარულეს, იმღერეს, ლექსები წაიკითხეს. შემდეგ კი სუფრას მიუსხდნენ და გემრიელად მიირთვეს.   იქ მყოფი საზოგადოება გულგრილი არ დარჩენილა ბავშვების მიმართ. ზოგიერთმა მათგანმა პატარები დესერტზე დაპატიჟა და მეგობრობის სურვილით, მათ ბავშვთა სოფელში სტუმრობას შეპირდნენ.

გიორგიმ გიდობა იკისრა და მეგობრებს მაკდონალდსი დაათვალიერებინა. ყველაზე მეტად ბავშვებს გიოს სამუშაო ოთახი მოეწონათ. მიუჯდნენ ხელსაწყოს, რომელზედაც გიორგი მუშაობს და  ფერად-ფერადი ბუშტები თამამად დაბერეს.

 ბოლოს ბავშვებმა მაკდონალდსის თანამშრომლებს იქვე დახატული ნახატები აჩუქეს და მადლობა გადაუხადეს.

აღსაზრდელებმა სასიამოვნო და სამახსოვრო დღე გაატარეს და კვლავ მაკდონალდსში სტუმრობის სურვილით, თავიანთ სახლს მიაშურეს.

»არქივი
 
     
 
პირველი ნაბიჯი საქართველო © 2010
Privacy PolicyTerms And Conditionsდაგვიკავშირდით

ინფორმაცია გადამხდელთათვის:



The ვებ-საიტი დამზადებულია  
BP-ს და Gas Studio-ს მზარდაჭერით