Under Construction
 
 
სიახლეები
 
 

14 იან. '11 | პარლამენტის სტაჟიორების სტუმრობა დღის ცენტრში

პარლამენტის სტაჟიორებმა საკუთარი დანაზოგით შეძენილ საჩუქრებ`”პირველი ნაბიჯი საქრთველოს” დღის ცენტრის აღსაზრდელებს გადასცეს 

 

 

პარლამენტის აპარატის სტაჟიორებმა დღეს ”პირველი ნაბიჯი საქართველოს” დღის ცენტრის აღსაზრდელებს აღსაზრდელებს ახალი წელი მიულოცეს. მათ ბავშვებს საკუთარი დანაზოგით შეძენილი ტკბილეული საჩუქრად გადასცეს, ასევე ანიმაციური შოუს მსახიობების დახმარებით გასართობი ღონისძიება მოუწყვეს.
 
სტაჟიორები   შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების შესახებ ინფორმაციას წინასწარ გაეცვნენ. მათი აზრით ყველაზე მეტ ყურადღებას და სითბოს სწორედ ეს ბავშვები საჭიროებენ.
 
„პირველ ნაბიჯში“ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 33 ბავშვი სწავლობს, რომლებზეც 11 პედაგოგი ზრუნავს. მათი ასაკი 6–დან 18 წლამდეა. ორგანიზაცია 10 წლის წინ დაარსდა და მისი დონორები სახელმწიფოსთან ერთად, სხვადასხვა საერთაშორისო ფონდები არიან. აქ ბავშვებს მთელი დღის განმავლობაში კლასებში შესაბამისი გაკვეთილები უტარდებათ, რაც მათ ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას ხელს უწყობს.
 
დღეს „პირველი ნაბიჯის“ ტერიტორიაზე არსებული კოტეჯებიდან ფუნქციონირებს დღის ცენტრი. ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის, ანი ქერაშვილის ინფორმაციით, მიმდინარე წელს ’’პირველი ნაბიჯი’’ აპირებს მეორე დღის ცენტრის გახსნას,რომელიც 3-დან 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს მოემსახურება.
 
სტაჟიორების სტუმრობამ და გასართობმა ღონისძიებამ ბავშვებში დადებითი ემოცია გამოიწვია. მათ, პედაგოგებთან ერთად, ახალგაზრდებს ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადეს.
 

»არქივი
 
     
 
პირველი ნაბიჯი საქართველო © 2010
Privacy PolicyTerms And Conditionsდაგვიკავშირდით

ინფორმაცია გადამხდელთათვის:



The ვებ-საიტი დამზადებულია  
BP-ს და Gas Studio-ს მზარდაჭერით