Under Construction
 
 
სიახლეები
 
 

12 ივლ. '09 | ინტეგრირებული ანსამბლი - არტ გენის ფესტივალის მონაწილე

“პირველი ნაბიჯის” ინტეგრირებული ანსამბლი ეს არის განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვების მუსიკალური ჯგუფი, რომლებიც თბილისის მე-100 სკოლის მოსწავლეები არიან და თავიანთ კლასელებთან ერთად უკრავენ.

2009 წლის ივლისში ისინი გამოვიდნენ არტ გენის ფოლკლორის ფესტივალზე. ანსამბლის წევრებს დიდი სტიმული მისცა ფესტივალის სხვა მონაწილეების პროფესიონალიზმმა. შედეგად, მათ ძალიან კარგად დაუკრეს და მაყურებლის ოვაცია დაიმსახურეს. ანსამბლმა, რომლის ხელმძღვანელია ფოლკლორისტი, მუსიკოსი და საერთაშორისო ფესტივალების ლაურეატი ბ-ნი იური მეფარიშვილი, ხუთი ხალხური სიმღერა შეასრულა.

ახალგაზრდა მუსიკოსები გაესაუბრენ ჟურნალისტებს და ფესტივალის სხვა მონაწილეებს არტ გენის ფესტივალი რამოდენიმე წელია არსებობს და ბევრი ნიჭიერი სოლო შემსრულებელი  და ანსამბლი ყავს გამოვლენილი.

 

»არქივი
 
     
 
პირველი ნაბიჯი საქართველო © 2010
Privacy PolicyTerms And Conditionsდაგვიკავშირდით

ინფორმაცია გადამხდელთათვის:



The ვებ-საიტი დამზადებულია  
BP-ს და Gas Studio-ს მზარდაჭერით