Under Construction
 
 
სიახლეები
 
 

27 აგვ. '09 | საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი “ღამის სერენადები”

საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი “ღამის სერენადები”, ბათუმი, 2009 წ. 23-27 აგვისტო მშვიდობისათვის მსოფლიოში

მსოფლიოს ცნობილი მუსიკოსები “პირველი ნაბიჯის” დასახმარებლად უკრავენ.

საქართველოს საუკეთესო მუსიკოსების მიერ ორგანიზაბულ ფესტივალში მსოფლიო დონის ვარსკვლავებმა მიიღეს მონაწილეობა. გამომსვლელებმა გაიზიარეს მოსაზრება იმის შესახებ, რომ ყველა ბავშვი მნიშვნელოვანია და რომ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებს განსაკუთრებული სიყვარული და ზრუნვა ესაჭიროებათ.
 
ფესტივალის ხელმძღვანელი ლიანა ისაკაძე გახლდათ, ქალბატონი, რომელმაც 1980-იან წლებში საფუძველი ჩაუყარა მუსიკალური ფესტივალების ტრადიციას საქართველოში. ქალბატონი ლიანა, რომელმაც ასევე დაუკრა ფესტივალზე, მსოფლიოს საუკეთესო 20 მევიოლენეთა შორისაა. ისაკაძის მიერ მოწვეულ ვარსკვლავთა შორის იყვნენ ისეთი საერთაშორისო დონის მუსიკოსები, როგორებიც არიან პიანისტები ალექსანდრე კორსანტია და თამარ ლიჩელი, დირიჟორები ჯინტარას რინკევიჩი და ნიკა მემანიშვილი, მევიოლინე ფრედერიკე სეისი, ვიოლონჩელისტი მიქაელ კუგელი, პერკუსიონისტი (დასარტყამ ინსტრუმენტებზე შემსრულებელი) ჯეფრი კოვალსკი და ჩასაბერ ინსტრუმენტებზე შემსრულებელი სერგეი ნაკარიაკოვი. პირველი კონცერტის შემოსავლები გადაეცა “პირველი ნაბიჯის” განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებს.

ორგანიზაცია უღრმეს მადლობას უხდის ქ-ნ ლიანა ისაკაძეს, ფესტივალის მონაწილეებს და ყველა იმ ადამიანს, რომელმაც წარმოდგენის ბილეთი შეიძინა, ასევე ბ-ნ მიქაელ კუგელს, მისი პირადი ფინანსური შემოწირულობისთვის.

»არქივი
 
     
 
პირველი ნაბიჯი საქართველო © 2010
Privacy PolicyTerms And Conditionsდაგვიკავშირდით

ინფორმაცია გადამხდელთათვის:



The ვებ-საიტი დამზადებულია  
BP-ს და Gas Studio-ს მზარდაჭერით