Under Construction
 
 
სიახლეები
 
 

10 მარ. '10 | წარმატებული ექსპერიმენტი

2010 წლის 19 თებერვალს, ქ. თბილისის მე-100  საჯარო სკოლაში გაიმართა “პირველი ნაბიჯი საქართველო”-ს ინტეგრირებული კლასის ერთ-ერთი პროექტის, “ჩვენ, სკოლა და ორკესტრი” პრეზენტაცია. 
პრეზენტაცია  ორი ნაწილისაგან შედგებოდა. პირველი ნაწილის შემდეგ დამსწრე საზოგადოება გაეცნო მე-100 საჯარო სკოლისა და “პირველი ნაბიჯი საქართველო”-ს  ერთობლივი ქართულ ხალხურ საკრავთა ინტეგრირებული ანსამბლის შექმნისა და განვლილი გზის მოკლე ისტორიას, მეორე ნაწილში კი აუდიტორიას საშუალება მიეცა რეალურად შეეფასებინა მისი მიღწევები.
პრეზენტაციაზე ანსამბლმა წარმოადგინა თავისი მუშაობის შედეგები-45 წუთიანი საკონცერტო პროგრამა. 
ღონისძიებას ესწრებოდნენ მე-100 საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი და ბავშვების მშობლები, გლდანი-ნაძალადევის რესურს-ცენტრის წარმომადგენელი, “პირველი ნაბიჯი საქართველო”-ს თანამშრომლები და სხვა წარმომადგენლები.
პრეზენტაცია წარადგინეს ინტეგრირებული კლასის მენეჯერმა, ქეთი ჟვანიამ და ანსამბლის ხელმძღვანელმა, იური მეფარიშვილმა. 
დამსწრე საზოგადოებამ აპლოდისმენტებით გამოხატა თავისი მოწონება და აღინიშნა, რომ ამ და მსგავს პროექტებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს შშმ ბავშვების სოციალური ადაპტაციისათვის.

»არქივი
 
     
 
პირველი ნაბიჯი საქართველო © 2010
Privacy PolicyTerms And Conditionsდაგვიკავშირდით

ინფორმაცია გადამხდელთათვის:



The ვებ-საიტი დამზადებულია  
BP-ს და Gas Studio-ს მზარდაჭერით