Under Construction
 
 
სიახლეები
 
 

04 მარ. '10 | მარგოს ამბავი

მარგო დაიბადა მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობით, სოციალურად დაუცველ ოჯახში, რის გამოც იგი მშობლებმა აღსაზრდელად მიაბარეს ბავშვთა სახლს. ცერებრალური დამბლის გამო, ბავშვი დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდებოდა და ძირითადად უფუნქციოდ იჯდა ერთ ადგილას. 2000 წელს არასამთავრობო ორგანიზაციამ “პირველი ნაბიჯი საქართველო” მარგო საცხოვრებლად გადმოიყვანა ბავშვთა სოფელში. აქ მან გაიარა ფიზიკური რეაბილიტაციის სრული კურსი, რის შედეგადაც მარგომ დამოუკიდებლად შეძლო სიარული და ჩაერთო ფუნქციონალური უნარების განვითარების პროგრამაში. იგი დადიოდა “პირველი ნაბიჯი საქართველოს” მიერ შექმნილ დღის ცენტრში, სადაც აქტიურად იყო ჩართული სასწავლო პროცესში. მას განსაკუთრებით უყვარს ცეკვა და სიამოვნებით უსმენს მუსიკას. ამჟამად, მარგო დაბრუნდა ბიოლოგიურ ოჯახში, რათა ცხოვრება გააგრძელოს მშობლებთან და და-ძმასთან ერთად. უსახსრობის გამო, მშობლები ვერ უზრუნველყოფენ მარგოს სრულფასოვან მოვლა-პატრონობას. მათ ესაჭიროებათ ფინანსური მხარდაჭერა, ჰიგიენური საფენებისა და ნაწილობრივ საკვების შესაძენად, რომელიც თვეში შეადგენს 150 ლარს.

»არქივი
 
     
 
პირველი ნაბიჯი საქართველო © 2010
Privacy PolicyTerms And Conditionsდაგვიკავშირდით

ინფორმაცია გადამხდელთათვის:



The ვებ-საიტი დამზადებულია  
BP-ს და Gas Studio-ს მზარდაჭერით