Under Construction
 
 
სიახლეები
 
 

02 თებ. '10 | საახალწლო ბარათები

2009 წლის ოქტომბერში `პირველი ნაბიჯი საქართველოს' მენეჯმენტმა გადაწყვიტა დაებეჭდა საახალწლო მისალოცი ბარათები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ნახატების მიხედვით. ბარათები ძალიან ლამაზი გამოვიდა და დიდი მოწონება დაიმსახურა. ბარათების გაყიდვიდან შემოსული თანხა ისევ ამ ბავშვების საჭიროებებს მოხმარდება.
პირველი ნაბიჯის გულშემატკივრებმა მოიწონეს იდეა და დაეხმარნენ ორგანიზაციას ბარათების გავრცელებაში. ჩვენი საახალწლო მისალოცები შეიძინეს როგორც მსხვილმა ორგანიზაციებმა, ასევე კერძო პირებმა.
ბავშვების ნახატების ორიგინალები და მისალოცი ბარათები გამოფენილი იყო `შერატონში~ ქალთა საერთაშორისო ასოციაციის მიერ ჩატარებულ საშობაო ბაზრობაზე და `ბიპი საქართველოს~ ყოველწლიურ გამოფენა-გაყიდვაზე. ქვემლოქმედი ადამიანები ამ ღონისძიებებზე მრავლად იყვნენ და მათაც გაიღეს თავისი წვლილი პირველი ნაბიჯის ბავშვების დასახმარებლად.

ყველას დიდი მადლობა გვინდა გადაუხადოთ, ვინც მონაწილეობა მიიღო ჩვენს აქციაში და დახმარება გაუწია ბავშვებს. 

»არქივი
 
     
 
პირველი ნაბიჯი საქართველო © 2010
Privacy PolicyTerms And Conditionsდაგვიკავშირდით

ინფორმაცია გადამხდელთათვის:



The ვებ-საიტი დამზადებულია  
BP-ს და Gas Studio-ს მზარდაჭერით