Under Construction
 
 
სიახლეები
 
 

15 მარ. '10 | `პირველი ნაბიჯი საქართველოს' საქველმოქმედო ღონისძიება

`პირველი ნაბიჯი საქართველოს' საქველმოქმედო ღონისძიება

2010 წლის 24 აპრილს `პირველი ნაბიჯი საქართველო' თავის პირველ საქველმოქმედო წვეულებას გამართავს სასტუმროში `რედისონი ბლუ ივერია'. ღონისძიებას დაესწრებიან ბიზნესის, მთავრობის, არასამთავრობო და საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლები.

საქველმოქმედო საღამო ქალბატონ სანდრა ელისაბედ რულოვსის პატრონაჟით ეწყობა. სტუმართა შორის იქნებიან  პირველი ნაბიჯის მხარდამჭერი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური საკითხების მინისტრი – ალექსანდრე კვიტაშვილი და სხვა ოფიციალური პირები. მუსიკის ნაწილს შეასრულებს როკ ჯგუფი – ბლიცი. გათამაშებულ პრიზთა შორის იქნება კომპიუტერი, რომელიც UGT-მ გადმოგვცა, ორ-კაციანი სადილი "Baan Thai Cuisine" და H&H salon , მუცლის ცეკვის გაკვეთილები და მრავალი სხვა. საღამო სასიამოვნო გარემოში ჩაივლის.

ჩვენ მოუთმენლად ველით ამ ღონისძიებას, რომელიც გაზრდის თანხებს `პირველი ნაბიჯი საქართველოს' დღის ცენტრის განვითარებისთვის, სადაც შეზრუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები სწავლობენ.

მარტა ფერერ ლუბეკი
საქველმოქმედო საღამოს კომიტეტის წევრი

»არქივი
 
     
 
პირველი ნაბიჯი საქართველო © 2010
Privacy PolicyTerms And Conditionsდაგვიკავშირდით

ინფორმაცია გადამხდელთათვის:



The ვებ-საიტი დამზადებულია  
BP-ს და Gas Studio-ს მზარდაჭერით