Under Construction
 
 
სიახლეები
 
 

15 მაი. '10 | საქველმოქმედო საღამო სასტუმროში რადისონში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების დახსახმარებლად
24 აპრილს, სასტუმრო რადისონში საქველმოქმედო საღამო გაიმართა. შემოსული თანხა მოხმარდება “პირველი ნაბიჯი საქართველოს” დღის ცენტრის განვითარებას. დღის ცენტრში დადის 30 ბავშვი ღრმა გონებრივი და ფიზიკური შეზღუდულობით, საქართველოში მათთვის არ არსებობს ალტერნატიული მომსახურება.
 
საღამო პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსის პატრონაჟით მოეწყო. მთავარი მხარდამჭერები იყვნენ: ეიჩ-ეს-ბი-სი ბანკი, სასტუმრო რადისონ ბლუ ივერია, ჯეორჯიან ივენთსი, ღვინის კომპანია ბადაგონი, შამპანურის კომპანია ბაგრატიონი, საქართველოს მინისა და მინერალური წყლების კომპანია ბორჯომი.
 
აღსანიშნავია, რომ საქველმოქმედო საღამოზე მონაწილეობა მიიღეს წამყვანმა ქართულმა და საერთაშორისო კომპანიებმა, საქართველოს ბანკი და თი-ბი-სი, ალდაგი ბი-სი-აი და ჯი-პი-აი ჰოლდინგი, პირველი ნაბიჯის ერთგულმა მხარდამჭერებმა ბი-პი, ერნსტ ენდ  იანგი, დი-ელ ეი ფაიფერი და ბი-ელ-სი.

საღამოს ესწრებოდნენ ჯანდაცვის მინისტრი, პარლამენტის წევრები, ამერიკის, საფრანგეთის, ჩეხეთის და ესტონეთის ელჩები, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 
საღამოს ამშვენებდნენ პანტომიმის სახელმწიფო თეატის მსახიობები, მომღერალი სოფო ხალვაში და ჯგუფი ‘ბლითზ’. დიდ მადლობას ვუხდით მათ მონაწილეობისთვის.
 
ერთობლივი ძალისხმევით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების დასახმარებლად შეგროვდა 57,700 ლარი. 

საქველმოქმედო საღამოს ორგანიზატორი და სულისჩამდგმელი კომიტეტის წევრები, რომლებმაც არ დაზოგეს დრო და ენერიგია საღამოს წარმატებისთვის არიან (მარცხნიდან მარჯვნივ):  მიშელ დანი, მაკა გვრიტიშვილი, მაკა ყუბუსიძე, ნიკოლ ჟორდანია, ნატო ალხაზიშვილი, მერი შიჰანი, შეილა ვოლკერი, მზია კუტივაძე, ლორა კონლი, იანგსუკ მანგუმი, მარტა ლუბეკი,ნინო ჟვანია, ჯეინ ქორბოი, ლალი მესხი, თეონა ხუხუნაშვილი


სურათზე (მარცხნიდან მარჯვნივ): მზია კუტივაძე, ნინა ასათიანი,იანგსუკ მანგუმი, ნატო ალხაზიშვილი, ატაკან ტურჰანი, ნიკოლ ჟორდანია, ლორა კონლი, ლალი მესხი, თეონა ხუხუნაშვილი

 

»არქივი
 
     
 
პირველი ნაბიჯი საქართველო © 2010
Privacy PolicyTerms And Conditionsდაგვიკავშირდით

ინფორმაცია გადამხდელთათვის:



The ვებ-საიტი დამზადებულია  
BP-ს და Gas Studio-ს მზარდაჭერით