Under Construction
 
 
შედეგები და ისტორიები
 
 

20 ივნ. '09 | “პირველი ნაბიჯის” ჯილდოები და სიგელები

წლის საუკეთესო პროექტი: “პირველი ნაბიჯი” საქართველო:

“პირველი ნაბიჯი” გახდა უნარშეზღუდულთა პირველი გამოფენა- ფორუმის გამარჯვებული, რომელიც საქართველოში 2009 წ. 14-15 ივნისს, უნარშეზღუდულთა ეროვნულ დღეს ჩატარდა. ‘’პირველი ნაბიჯის’’ პროექტი “შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების და მოზარდების ცხოვრების პირობების გაუმჯობესება” წლის საუკეთესო პროექტად დასახელდა. გამარჯვებული პროექტი არის სამწლიანი, მრავალკომპონენტიანი ინიციატივა, რომელსაც Irish Aid-ი (ირლანდიის სახელმწიფოს დახმარების ფონდი) აფინანსებს.

იმავე ფორუმზე ჟურნალ “ცხელი შოკოლადის” ჟურნალისტის თამარ ბაბუაძის სტატია “პირველი ნაბიჯის” საქმიანობაზე, “რატომ და როგორ უნდა შევიცვალოთ”, წლის საუკეთესო სტატიად დასახელდა.

ფორუმის ორგანიზატორი იყო “დამოუკიდებლად მცხოვრებთა კოალიცია”, ხოლო დამფინანსებლები ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო, თბილისის საკრებულო და ორგანიზაცია “გადავარჩინოთ ბავშვები”. ჯილდოები გადასცეს აშშ-ს ელჩმა საქართველოში ბ-მა ჯონ ტეფტმა, თბილისის მერმა ბ-მა გიგი უგულავამ და სპეციალური ჟიურისა და საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენლებმა.

წლის ქველმოქმედი

საქართველოში “პირველი ნაბიჯისთვის” გაწეული საქმიანობისთვის, “ირლანდიის საზოგადოებრივმა ფონდმა” (Community Foundation for Ireland) ჯეინ ქორბოის 2008 წლის ქველმოქმედის ჯილდო გადასცა.

 

» DONATE NOW

» სხვა ისტორიები
 
     
 
პირველი ნაბიჯი საქართველო © 2010
Privacy PolicyTerms And Conditionsდაგვიკავშირდით

ინფორმაცია გადამხდელთათვის:



The ვებ-საიტი დამზადებულია  
BP-ს და Gas Studio-ს მზარდაჭერით