Under Construction
 
 
შედეგები და ისტორიები
 
 

20 აგვ. '09 | ნინიკოს ისტორია

12 წლის ნინიკოს ისტორია ნათელი მაგალითია იმ სირთულისა, რომლის დაძლევასაც “პირველი ნაბიჯი” ცდილობს: ეს არის მშობელთა უუნარობა, ფინანსური და სოციალური მხარდაჭერის არარსებობის პირობებში, სახლში ყავდეთ და მოუარონ სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვს.

ნინიკოს აქვს გონებრივი შეზღუდულობა, ეპილეფსია და ცერებრალური დამბლა. 2003 წელს, როდესაც ნინიკო 6 წლის იყო, ბავშვის მოვლისგან სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილმა დედამ, იგი კასპის ბავშთა სახლში ჩააბარა. თუმცა “პირველი ნაბიჯის” ჩარევის შედეგად, ნინიკო 6 თვეში დედას დაუბრუნდა.

“პირველი ნაბიჯის” დახმარებით ნინიკოს გაუკეთდა რამდენიმე ოპერაცია, მისი მოძრაობის უნარის გასაუმჯობესებლად. ნინიკოს რეგულარულად უტარდება ფიზიკური თერაპიის სეანსები და იმყოფება ნევროლოგის დაკვირვების ქვეშ. იგი დადის დღის ცენტრში. ორგანიზაციამ სრულ განაკვეთზე დაიქირავა ძიძა, რომელიც დახმარებას უწევს ნინიკოს და მის ოჯახს.

ნინიკოს დედა ბედნიერია, რომ შვილი ისევ სახლში ყავს. მძიმე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მოვლა არის ის გამოწვევა, რომელთანაც გამკლავება ძალიან ცოტა მშობელს შეუძლია დახმარების გარეშე.

დაეხმარე “პირველ ნაბიჯს” შეუნარჩუნოს ოჯახი რაც შეიძლება მეტ ნინიკოსნაირ ბავშვს:

  • მხოლოდ 9,69 დოლარია საკმარისი დღეში, რომ მოხდეს 1 ბავშვის რეინტეგრაცია (კასპის ბავშთა სახლიდან) ოჯახში.
  • მხოლოდ 57 დოლარია საკმარისი თვეში, რომ მოხდეს 1 ბავშვის ფიზიკური რეაბილიტაცია, სარეაბილიტაციო ცენტრში ტრანსპორტირების ჩათვლით.

» DONATE NOW

» სხვა ისტორიები
 
     
 
პირველი ნაბიჯი საქართველო © 2010
Privacy PolicyTerms And Conditionsდაგვიკავშირდით

ინფორმაცია გადამხდელთათვის:



The ვებ-საიტი დამზადებულია  
BP-ს და Gas Studio-ს მზარდაჭერით