Under Construction
 
 
შედეგები და ისტორიები
 
 

10 ოქტ. '09 | მეგის ვაჭრობა

იდეა, გამეკეთებინა რამე და მომეზიდა თანხები “პირველი ნაბიჯისთვის”, დიდი ხნის წინ გამიჩნდა, რადგან მამა ხშირად მიყვებოდა საქართველოში მოგზაურობებზე და ბავშვების მძიმე საცხოვრებელ პირობებზე. მან მომიყვა, თუ რა საშინელი პირობები იყო ბავშვთა სახლში და როგორ შეიცვალა ბავშვების მდგომარეობა ყველა იმ ადამიანის ძალისხმევით, რომლებიც საქველმოქმედო ორგანიზაციაში მუშაობენ. სწორედ ამ ამბავმა გადამაწყვეტინა მომეზიდა თანხები “პირველი ნაბიჯისთვის”.

დავიწყე ფიქრი, თუ რა იქნებოდა ყველაზე ეფექტური გზა ამისთვის. ბოლოს ტანსაცმლის გაყიდვის იდეაზე შევჩერდი, რადგან ჩავთვალე, რომ ეს წარმატებული და ამავე დროს სახალისო საშუალება იქნებოდა ბევრი ადამიანის მოსაზიდად და “პირველი ნაბიჯისთვის” თანხების შესაგროვებლად. მე, ჩემმა ამხანაგებმა, დამ და დედაჩემმა საქმეში ჩვენი მეგობრები ჩავრთეთ და ტანსაცმელი შევაგროვეთ.ჩვენს უბანში არსებულმა მაღაზიებმა ტანსაცმელი და დიზაინერების მიერ შექმნილი რამოდენიმე კაბაც კი გვაჩუქეს. ვაჭრობის დღეს ჩვენი სახლი მაღაზიად ვაქციეთ და ტანსაცმელი სპეციალურ საკიდებზე განვათავსეთ, რომლებიც ჩემმა მეგობარმა გვათხოვა (იგი ტანსაცმლის დიზაინერთან მუშაობს). იმავე დღეს მოვაწყვეთ გათამაშებები და დავარიგეთ პრიზები, მაგალითად სადილი რესტორანში, ვიზიტი დალაქთან და სხვა ვაუჩერები. მთლიანობაში დაახლოებით 3000 ევრო შევაგროვეთ.

მომავალში აუცილებლად მოვაწყობ კიდევ ერთ მსგავს ვაჭრობას “პირველი ნაბიჯისთვის”. 
 

» DONATE NOW

» სხვა ისტორიები
 
     
 
პირველი ნაბიჯი საქართველო © 2010
Privacy PolicyTerms And Conditionsდაგვიკავშირდით

ინფორმაცია გადამხდელთათვის:



The ვებ-საიტი დამზადებულია  
BP-ს და Gas Studio-ს მზარდაჭერით