Under Construction
 
 
შედეგები და ისტორიები
 
 

01 ოქტ. '09 | სარეკომენდაციო წერილი UNICEF-ისგან

ქნ. ჯეინ კორბოი
თანადამფუძნებელი
პირველი ნაბიჯი საქართველო
ოთახი 504
ჭავჭავაძის გამზ. 74ა
თბილისი, 380062

ქალბატონო კორბოი,
ამ წერილით მადლობას ვუხდი და მხარდაჭერას ვუცხადებ “პირველ ნაბიჯ საქართველოს” მის მუდმივ, თავდადებულ მისწრაფებაში სისრულეში მოიყვანოს ძალიან რთული საქმე – გააუმჯობესოს უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ბავშვების ცხოვრება, რომელთა ბედიც სხვების დახმარებაზე, მხარდაჭერასა და კეთილ სურვილზეა დამოკიდებული.
“პირველი ნაბიჯის” თანამშრომელთა გამოცდილებამ და მონდომებამ, თავისი წვლილი შეეტანათ საქართველოში ბავშვთა კეთილდღეობის რეფორმაში, პირდაპირი გავლენა იქონია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებსა და ახალგაზრდებზე ქვეყანაში, განსაკუთრებით კი კასპის, კოჯრისა და სენაკის სახელმწიფო ინსტიტუციებში მცხოვრებ ბავშვებზე. UNICEF საქართველოს წარმომადგენლობა ძალიან კმაყოფილია რომ ამ საქმეში 1998 წლიდან თანამშრომლობს “პირველ ნაბიჯთან” და  განსაკუთრებით მოხარულია, რომ მოხერხდა ავად სახსენებელი კასპის დაწესებულებიდან ყველა ბავშვის წარმატებული გაყვანა და ინსტიტუციის დახურვა 2008 წელს. ჩვენ ასევე მოხარულები ვართ, რომ ვთანამშრომლობდით “პირველ ნაბიჯთან” განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის თანამედროვე მომსახურებების ახალი მოდელების განვითარებაში.
სასიამოვნოა როდესაც ხედავ რომ გაწეულ შრომას მყისიერი და ხელშესახები შედეგი მოაქვს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე უმწეო ბავშვებს ეხებათ. თქვენი მისია დაეხმაროთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონეთ “მათი ხარჯის გარეშე” მთლიანად მიღწეულ იქნა საქართველოში.
კიდევ ერთხელ მინდა გულწრფელი მადლობა მოგახსენოთ თქვენ და თქვენს კოლეგებს გაწეული მუშაობისთვის და გისურვოთ შემდგომი წარმატება
მომავალი თანამშრომლობის იმედით

პატივისცემით

ჯოვანა ბარბერისი

საქართველოში UNICEF-ის წარმომადგენელი
“გაერთიანდით ბავშვებისთვის”

» DONATE NOW

» სხვა ისტორიები
 
     
 
პირველი ნაბიჯი საქართველო © 2010
Privacy PolicyTerms And Conditionsდაგვიკავშირდით

ინფორმაცია გადამხდელთათვის:



The ვებ-საიტი დამზადებულია  
BP-ს და Gas Studio-ს მზარდაჭერით