Under Construction
 
 
სასარგებლო ინფორმაცია მშობლებისთვის
 
 

1. ტრენინგი მშობლებისთვის
2. მშობელთა ასოციაცია “მშობელთა თანადგომისა და მხარდაჭერისა ცენტრი”
3. ცხელი ხაზები
4. რეკომენდაციები მშობლებს

1. ტრენინგი მშობლებისთვის
მშობელთა მხარდაჭერისა და განათლების ტრენინგი

ტრენინგ კურსის მიზანია: შეზღუდული შესაძლებლობლობის მქონე ბავშვებისა და მოზარდების მშობელთა მხარდაჭერა, ცოდნისა და ინფორმაციის გადაცემა, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება.

ტრენინგ კურსი გათვალისწინებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა მშობლებისა და ოჯახის წევრებისთვის, ორიენტირებულია მშობელთა განათლებაზე შეზღუდული შესაძლებლობების სპეციფიკასთან დაკავშირებით.

ტრენინგ კურსი მიმდინარეობს სამი მიმართულებით:

  • ცოდნის დაუფლება - მშობლების განათლება შეზღუდული შესაძლებლობების არსის შესახებ, ბავშვის განვითარებისა (პიროვნული, სოციალური სფერო) და განვითარების დარღვევების შესახებ.
  • უნარების გამომუშავება  - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა აღზრდისთვის საჭირო პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება, თამაშით სწავლის ტექნიკების დაუფლება. მშობელებისთვის სახლში განმავითარებელი გარემო მოწყობის სწავლება.
  • დამოკიდებულება/განწყობის ჩამოყალიბება - მშობლების მხარდაჭერა და დახმარება, მათთვის ემოციების გამოხატვის შესაძლებლობის უზრუნველყოფა, პოზიტიური მიდგომა, ადეკვატური ხედვის ჩამოყალიბება, სტრესის დაძლევა.

ტრენინგები ტარდება არასამთავრობო ორგანიზაციაში პირველი ნაბიჯი საქართველო, მსურველთა მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებელია მათთვის საურველ ადგილზე ჩატარება, დამკვეთ ორგანიზაციაში და სხვა.

მეტი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
» თამუნა ზაალიშვილი – ტრენინგების კოორდინატორი,
ტელ/ფასი: (995 32) 252519; (995 32) 230140
ელ. ფოსტა: ---------------------
» თამარ ისაკაძე - მშობელთა გაძლიერების პროგრამის ხელმძღვანელი
ტელ. (995 32) 530927; (995 32) 230140
ელ. ფოსტა:

2. ასოციაცია “მშობელთა თანადგომისა და მხარდაჭერისა ცენტრი”

არასამთავრობო ორგანიზაცია “მშობელთა თანადგომისა და გაძლიერების ცენტრი” ეხმარება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მშობლებს. მასში გაერთიანებული არიან მშობლები, რომელთაც ჰყავთ შეზღუდული შესაძლებლობები მქონე ბავშვები და მოზარდები.

ორგანიზაციის  მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მშობლების ცოდნისა და კომპეტენციის ამაღლება, შეზღუდულ შესაძლებლობებთან დაკავშირებული პრობლემების დაძლევა.
ცენტრის საქმიანობა

• მშობლების ინდივიდულური და ჯგუფური კონსულტაცია -  ცოდნის მიღება, შვილის მომავლის უკეთესად განსაზღვრისათვის
• ურთიერთთანადგომა — ემოციური და ფსიქოლოგიური განტვირთვა
• ინფორმირება — არსებული სერვისების, უფლებების, ორგანიზაციების შესახებ ინფორმაციის გაზიარება

თუ, სურვლი გაქვთ მიიღოთ ასოციაციის მომსახურება, დაუკავშირდით
ასოციაციის თავმჯდომარე - ზაალ ტყეშელაშვილი, კოორდინატორი - რუსუდან ტატიშვილი
ტელ: 897 99 09 27
ელ. ფოსტა:

3. ცხელი ხაზები

სახალხო დამცველის ცხელი ხაზი 922377 (122); 92 24 77
თბილისის მერიის ცხელი ხაზი   72 22 22,  99 58 98

4. რჩევები მშობლებს

რა გჭირდებათ თქვენ თუ თქვენი შვილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა:

• ინფორმაცია/ცოდნა - მოიპოვეთ ინფორმაცია ცოდნა შეზღუდული შესაძლებლობების შესახებ, მიმართებს ორგანიზაციებს, რომლების მუშაობენ ამ თემატიკაზე, მოძებნეთ მშობლები, ვისაც მსგავსი ტიპის შვილები ყავთ, შექმენით აქტიური ჯგუფები, იმისთვის რომ დაცული იყოს თქვენი და თქვენი შვილის უფლებები.
• სწორი ხედვა/განწყობა - შეაფასეთ და მიიღეთ რეალობა ისეთი როგორც არის, იფიქრეთ და დაგეგმეთ, თუ როგორ შეიძლება გახდეს თქვენი შვილი საზოგადოების სრულუფლებიანი წევრი, მიუხედავად იმისა, რომ მას განსაკუთრებული საჭიროებები აქვს.
ემოციური წონასწორობის შენარჩუნება - მშობლებისთვის მეტნაკლებად სტრესულია იმის გაცნობიერება, რომ მათი შვილი განსაკუთრებულ ზრუნვას საჭიროებს და “არ გავს სხვებს”, ხშირია შოკის, სირცხვილის და დანაშაულის განცდა. პრაკტიკული მაგალითები ცხადყოფს, რომ მშობლები, რომლებიც მძიმედ განცდიან ამ ფაქტორს სათანადოდ ვეღარ ახერხებენ შვილებზე ზრუნვას 

რა სჭირდება თქვენს შვილს

• განათლება - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვი აუცილებელია იღებდეს შესაფერის განათლებას ინკლუზიურ სკოლაში, ინტეგრირებულ კლასში, დღის ცენტრში ან სხვ. მას უნდა ჰქონდეს ინდივიდუალური პროგრამები, რომელიც ორიენტირებული იქნება საზოგადოებაში დამოუკიდებლად ფუნქციონირებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებაზე.
• სოციალური ურთიერთობები და ჯანსაღი ემოციები  - თქვენს შვილს აქვს უნარი გამოხატოს ემოციები და აქვს თავის თანატოლებთან და სხვა ადამიანებთან ურთიერტობის მოთხოვნილება, ხელი შეუწყვეთ, რომ ფყავდეს მეგობრები
• თქვენი დახმარება და მხარდაჭერა - ბავშვებს ყველაზე მეტად სჭირდებათ სითბო და სიყვარული, კეთილგანწყობილი გარემო, უშუალო ურთიერთობები, ისინი მშობლებზე არაცნობიერი დაკვირვებით სწავლობენ მთელ რიგ ქცევებს და ემოციების გამოხატვის შესაძლებლობებსაც კი. ოჯახი სწორედ ის გარემოა, რომელიც უნდა აძლევდეს ბავშვს ბედნიერების და საკუთარი ძალების რწმენას
• სამედიცინო მომსახურება - განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებს აუცილებლად სჭირდებათ სწორი და ადეკვატური სამედიცინო მომსახურება, კვალიფიციურ ექიმთან ვიზიტისას შეეცადეთ მას ზუსტად აუხსნათ ბავშვის მდგომარეობა, შემდეგ კი შეეცადეთ შეასრულეთ მისი დანიშნულება, ექიმის ჩარევა აუცილებელი ეპილეფსიით დაავადების შემთხვევაში, რადგან მედიკამენტოზური მკურნალობის გარეშე შეუძლებელი გულყრების კონტროლი
• ფსიქოლოგის მომსახურება - განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებს Aაუცილებლად სჭირდებათ ფსიქოლოგის კონსულტაცია და დახმარება, რადგან მათ განსხვავებული საგანმანათლებლო მიდგომები და ხშირ შემთხვევაში რთული ქცვევების კონტროლო ესაჭიროებთ. ფსიქოლოგთან კონსულტაცია და მისი რჩევები, დაგეხმარებათ თქვენც, როგორც მშობელს, ბავშვთან ადეკვატური მიდგომების განხორციელებაში

რეკომენდაციები მშობლებს
მშობლის პოზიტიური მიდგომის


1. იმოქმედეთ თანასწორობის პრინციპით - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი საზოგადოების ისეთივე სრულუფლებიანი წევრია, როგორც ყველა დანარჩენი, მოექეცით მას ადეკვატურად, შეაფასეთ მისი უნარები, ასწავლეთ ის, რისი სურვილი და შესაძლებლობაც აქვს.

2. განუვითარეთ ინტერესები - თქვენი ბავშვი პატარა “მეცნიერია”, რომელიც გამუდმებით იკველევს სამყაროს, მას მოწონს სხვადასხვა ფაქტურის და ფერის ნივთები, იღებს სიამოვნებას, თავისებური თამაშის პროცესში, ამგვარი კვლევის დროს აქტიურად ვითარდება მისი შემეცნებითი უნარები, მომარაგეთ მისთვის საინტერესო სათამაშოებით, რომელიც სენსომოტორულ (შეგრძნებით და შეხებით) უნარებს გაავითარებს.

3. შეაქეთ - ხშირად შეაქეთ, როდესაც წარმატებულად შესარულებს რაიმე დავალებს, თუმცა შექება ყოველთვის უნდა ადეკვატური - ამით მას განუმტკიცდება ჩვევა, გამოიყენეთ გამოიყენეთ კვებითი განმამტკიცებელიც ან სხვა სახის ჯილდო, მანამდე კარგად შეისწავლეთ რა მოწონს თქვენ შვილს და რა იქნება მისთვის წამახალისებელი, მაგ. ერთი ბავშვისთვის თუ სასურველია სათამაშოა ჯილდო, სხვისთვის ეს შეიძლება ტკბილეული იყოს.

4. დაეხმარეთ დაამყაროს და შეინარჩუნოს ურთიერთობები - მიეცით საშუალება დაამყაროს ურთიერთობები, გაიჩინოს მეგობრები, ასევე გახსოვდეთ, რომ ოჯახური გარემო მისთვის ყველაზე სასურველია, ასევე ოჯახს გარეთ არსებული ურთიერთობები მის სოციალურ უნარებს.

5. ასწავლეთ თამაშით - ბავშვებს მოსწონთ ისეთი მეცადინეობები, რომელიც თამაშზეა აგებული, მაგ. ციფრების და ფერების ცნობას უფრო კარგად სწავლობენ ლოტოს გამოყენებით

6. საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ კვალიფიციურ სპეციალისტს - იმისათვის რომ ბავშვის განვითარება ორიენტირებული იყოს მის შესაძლებლობლებზე და აუცილებელი უნარების განვითარებაზე თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ კვალიფიციური სპეციალისტის რჩევა, მაგ. ფსიქოლოგის, ოკუპაციური თერაპევტის, შშმ ბავშვების ხშირად საჭიროებენს სამედიცინო მეთვალყურეობასაც.

7. მიეცით არჩევანის უფლება - მიეცით არჩევანის საშუალება კონკრეტული შეთავაზებებიდან, ამით მისი პიროვნული აქტიურობის ხარისხი გაიზრდება.

8. განუვითარეთ საკუთრების განცდა - ასწავლეთ, რომ გარკვეული ნივთები, სათამაშოები, ტანსაცმელი არის მისი საკუთრება, ამით მას განუვითარდება პასუხისმგებლობის შეგრძნება.

9. ჩართეთ სოციალურ აქტივობებში - შეძლებისდაგვარად ატარეთ ყველგან სადაც არის უსაფრთხო გარემო და დაყავთ ნებისმიერი ბავშვი: ზოოპარკი, პარკი, გასართობი ცენტრი, წაიყვანეთ სტუმრად და ა. შ.

10. მოაწყვეთ გარემო - შეუქმენით განმავითარებელი გარემო, ოთახო მოუწყეთ მისი უნარების შესაბამისად, ასევე რაიმე ახლის სწავლების დროს გაითვალისწინეთ რამდენად ადეკვატურ რესურსებს იყენებთ, მაგ. ცერებრული დამბლის მქონე ბავშვი, ხელში უკეთ იჭერს დიდ მარკერებს და არა ფანქრებს.

11. მიეცით საშუალება გაიფართოვოს თვალსაწიერი - დაგეგმეთ მასთნ ერთად სეირნობა და სხვადასხვა ადგილების მონახულება, ეს მის გამოცდილებას გააფართოვებს და ახალი შთაბეჭდილებების შეძენაში დაეხმარება.

12. დაეხმარეთ იყოს დამოუკიდებელი - ასწავლეთ და განუვითარეთ ფუნქციონალური (ყოველდღიური ჩვევები: დამოუკიდებლად ჭამის, ჩაცმის, თვითმვლის), ის რაც შეუძლია თვითონ აკეთოს არ გააკეთოთ მის მაგივრად.

13. აკოტროლეთ თქვენი დამოკიდებულებები/განწყობები - გახსოვდეთ, რომ ხშირად პრობლემა არის მისდამი ხედვაში და აღქმაში, ჩვენ შეიძლება ვერ შევცვალოთ პრობლემა, მაგრამ ყოველთვის შეიძლება შევცვალოთ დამოკიდებულება, პრობლემის შეფასება გვეხმარება მის გადაჭრაში

14. არ ჩაიქნიოთ ხელი - არასოდეს გქონდეთ განწყობა, რომ მისგან არაფერი გამოვა, ამით თქვენი შვილი ვერ გახდება წარმატებული, უბრალოდ მოსთხოვეთ იმდენი, რამდენის გაკეთებაც შეუძლია.

15. ნუ მოსთხოვთ ზედმეტს - გახსოვდეთ, რომ თქვენი შვილი სხვებისგან განსხვავებულია, არ შეადაროთ სხვა ბავშვებს და თანატოლებს, არამედ მისი გამოცდილება შეადარეთ წარსულს, რა არ იცოდა და რა იცის ეხლა.

 
     
 
პირველი ნაბიჯი საქართველო © 2010
Privacy PolicyTerms And Conditionsდაგვიკავშირდით

ინფორმაცია გადამხდელთათვის:



The ვებ-საიტი დამზადებულია  
BP-ს და Gas Studio-ს მზარდაჭერით