Under Construction
 
 
რაზე იხარჯება თქვენი თანხები
 
 

ყველა საჩუქარი, მიუხედავად ზომისა, განსაკუთრებულია

  • მხოლოდ 2.12 დოლარია საკმარისი დღეში ერთი ბავშვის ტანსაცმლითა და პირადი ჰიგიენის ნივთებით უზრუნველსაყოფად
  • მხოლოდ 2.55 დოლარია საკმარისი დღეში ერთი ბავშვის სამედიცინო მომსახურებით უზრუნველსაყოფად (პედიატრის ხელფასის ჩათვლით)
  • 3.95 დოლარია საკმარისი დღეში ერთი ბავშვის დღის ცენტრში გამოსაკვებად
  • ლოგოპეტის ერთი გაკვეთილი ოჯახში მცხოვრები ბავშვისთვის 7 დოლარი ღირს
  • 9.58 დოლარია საკმარისი დღეში ერთი ბავშვის სკოლაში სასიარულოდ
  • 9.69 დოლარია საკმარისი დღეში ერთი ბავშვის ბავშთა სახლიდან ოჯახში დასაბრუნებლად
  • 18.42 დოლარია საკმარისი დღეში ერთი ბავშვის დღის ცენტრში ტრასპორტირებისთვის და იქ განათლების მისაღებად

»შემოიტანე შემოწირულობა ახლა

რაზე იხარჯება თქვენი თანხები?

ოჯახში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების რეაბილიტაციისთვის

“პირველი ნაბიჯი” ზრუნავს 6 ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვზე, რომლებსაც, დაგვიანებული მკურნალობის გამო, სიარულის პრობლემები აქვთ. უმძიმესი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, 3 ბავშვს მხოლოდ ზურგზე წოლა შეუძლია. თბილისის სარეაბილიტაციო ცენტრი ეხმარება ბავშვებს, რომლებსაც სიარულისა და მოძრაობის პრობლემები აქვთ, მოძრაობის უნარის გაუმჯობესებაში.

• მხოლოდ 1.45 დოლარია საკმარისი დღეში (42 დოლარი თვეში) ერთი ბავშვის ფიზიკური თერაპიისთვის, რაც მას საშუალებას მისცემს დაჯდეს, იაროს ან იმოძრაოს (თვეში 252 დოლარი ასეთ საჩუქარს 6 ბავშვს გაუკეთებს)
• 2.15 დოლარია საკმარისი დღეში (65 დოლარი თვეში) ამ ექვსი ბავშვის სარეაბილიტაციო ცენტრში ტრანსპორტირებისთვის.

გასართობად და უარყოფითი დამოკიდებულების გასაქარწყლებლად

ყველა ბავშვს და მოზარდს ჭირდება მეგობარი, თამაში და გართობა. ძალიან ხშირად გასართობი საშუალებები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის მიუწვდომელია. “პირველი ნაბიჯი” დახმარებას უწევს ამ განსაკუთრებულ ბავშვებს შეიძინონ მეგობრები და გაერთონ.

“სათამაშო ცენტრებისთვის” - ოჯახში მცხოვრები ბავშვებისთვის  

დაეხმარე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს გაერთონ: ხატონ, იმღერონ, ითამაშონ განსაკუთრებული თამაშები, რომლებშიც მოხალისეები არიან ჩართულები. საქველმოქმედო ორგანიზაცია Terre des Hommes აფინანსებს პროექტს “ხელსაყრელი გარემო იძულებით გადაადგილებული ბავშვებისთვის”. ორგანიზაცია მზად არის პროექტში ჩართოს “პირველი ნაბიჯი”, მაგრამ ამისთვის დამატებითი სახსრებია საჭირო. 
თვეში 10 დოლარია საკმარისი 1 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვის “სათამაშო ცენტრში” კვებისთვის და ტრანსპორტირებისთვის
თვეში 15 დოლარი ასეთ შესაძლებლობას 15 ბავშვს მისცემს 

სპორტული აქტივობებისთვის და გაკვეთილებისთვის  

“პირველი ნაბიჯის” ბავშვთა სოფელში მცხოვრები ბავშვებისთვის
• თვეში 12 დოლარია საკმარისი, რომ 1 ბავშვმა იაროს ცურვის გაკვეთილებზე·
• თვეში 72 დოლარია საკმარისი, რომ 6 ბავშვმა იაროს ცურვის გაკვეთილებზე.
• 1.15 დოლარია საკმარისი დღეში (34 დოლარი თვეში), რომ ერთმა მოზარდმა იაროს “სოციალური თერაპიის სახლის” სახელოსნოში, სადაც ქსეროქსის ხმარებასა და სახელმძღვანელოების აკინძვას (გაკეთებას) ასწავლიან·
• 1.40 დოლარია საკმარისი დღეში (42 დოლარი თვეში) 1 ბავშვის დღის ცენტრ “აისში” სასიარულოდ – დღის ცენტრი მომსახურებას უწევს მსუბუქი გონებრივი შეზღუდულობის მქონე ბავშვებს·
• 57 დოლარია საკმარისი თვეში 1 ბავშვისთვის სარეაბილიტაციო აქტივობების დასაფინანსებლად (ტრანსპორტირება, გაკვეთილები).

სპეციალიზირებული განათლებისთვის – განსაკუთრებული ბავშვებისთვის

მხოლოდ 1.45 დოლარია საკმარისი დღეში (42 დოლარი თვეში), რომ ბავშვები განმავითარებელი საშუალებებით უზრუნველყოთ. თქვენი შემოწირულობით ხდება ბავშვების სათამაშოებითა და წიგნებით მომარაგება.  “პირველი ნაბიჯის” ბავშვთა სოფლის და დღის ცენტრის ბავშვებს, ისევე როგორც ყველა სხვა ბავშვს, უყვართ სათამაშოებით თამაში. ისინი, ისევე როგორც ყველა სხვა ბავშვი, აფუჭებენ და ამტვრევენ სათამაშოებს. სათამაშოები და წიგნები გადამწყვეტ როლს თამაშობენ ბავშვების განვითარების საქმეში.

კომუნიკაციის განსავითარებლად

მძიმე გონებრივი და ფიზიკური შეზღუდულობის მქონე ბავშვებს ესაჭიროებათ კომუნიკაციისა და ინტეგრაციის საშუალებების სწავლება. ისეთ შემთხვევებში, როდესაც განათლების ჩვეულებრივი მეთოდები და თამაშით სწავლების საშუალებები არ არის საკმარისი, გამოიყენება სენსორული მასტიმულირებლები.
• 30 დოლარი ღირს სპეციალური სკამი.
• 60 დოლარი ღირს ბურთები, რომლებსაც ბავშვები ეხებიან, ისვრიან და იჭერენ·
• 210 დოლარი ღირს აკვარიუმი. ბავშვებს უყვართ მოცურავე თევზების ყურება.
• 1500 დოლარი ღირს პროექტორი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია სინათლის გამოსახულებების და სურათების ჩვენება კედელზე·

აუცილებელი საკვები საშუალებებისთვის

“პირველი ნაბიჯის” მზრუნველობის ქვეშ მყოფ ბევრ ბავშვს ჯანმრთელობის ქრონიკული პრობლემები აქვს. 2002 წელს გიორგი კასპის ბავშვთა სახლიდან ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც 2005 წლამდე ცხოვრობდა. ახლა იგი 21 წლისაა და “პირველი ნაბიჯის” პროგრამის მეშვეობით ნახევრად დამოუკიდებლად ცხოვრობს. გიორგი “სოციალური თერაპიის სახელოსნოში” მუშაობს, რომელიც აკეთებს ასლებს და კინძავს (ამზადებს) წიგნებს. გიორგის აქვს დაავადება (PKU), რის გამოც თვეში 500 დოლარის საკვები საშუალებები ესაჭიროება:
• თვეში 200 დოლარია საჭირო გიორგის და კიდე ერთი PKU–ით დაავადებული ბავშვის პროტეინის დაბალი შემცველობის მქონე საკვებით უზრუნველსაყოფად·
• თვეში 300 დოლარია საჭირო გიორგის “ჰიდროლისატით” უზრუნველსაყოფად (18 წლამდე ბავშვებს სახელმწიფო ჰიდროლისატით უფასოდ ამარაგებს, მაგრამ გიორგი უკვე 21 წლისაა)·

PKU არის მდგომარეობა, როდესაც ორგანიზმი ზედმეტად გამოჰყოფს ფენილალინს, ნივთიერებას რომელსაც შეიცავს პროტეინი. PKU–ს შეუძლია გამოიწვიოს მძიმე გონებრივი შეზღუდულობა და შემდგომ ეტაპზე ეპილეფსია. დაავადების მკურნალობა შესაძლებელია უპროტეინო/პროტეინის დაბალი შემცველობის დიეტით. გარდა ამისა, დიეტის შემადგენელი ნაწილია საკვები დანამატი ჰიდროლისატი.

მუსიკისთვის

“პირველი ნაბიჯის” ძირითადი მისიაა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაცია. ეს პროცესი სასკოლო ასაკიდან იწყება. თბილისის მე-100 საჯარო სკოლაში ჯანმრთელი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები ერთად უკრავენ ხალხური მუსიკის ანსამბლში. შესაბამისად, მიმდინარეობს ბავშვების ინტეგრაციის პროცესი და ხდება მათი მუსიკის მეშვეობით თერაპია. დაგვეხმარეთ ანსამბლის შენარჩუნებაში:
• ბუზიკა 180 დოლარი ღირს·
• კონტრაბასი 838 დოლარი ღირს·

»შემოიტანე შემოწირულობა ახლა

 
     
 
პირველი ნაბიჯი საქართველო © 2010
Privacy PolicyTerms And Conditionsდაგვიკავშირდით

ინფორმაცია გადამხდელთათვის:



The ვებ-საიტი დამზადებულია  
BP-ს და Gas Studio-ს მზარდაჭერით