Under Construction
 
 
ტრენინგ პროგრამა
 
 

 

“პირველი ნაბიჯის” ტრენინგ კურსების მოკლე მიმოხილვა 

“პირველი ნაბიჯის” ტრენინგ პროგრამის მიზანია იმ ადამიანებისა და ორგანიზაციების მომზადება და შესაბამისი ცოდნითა და უნარ-ჩევებით აღჭურვა, რომლებიც მომსახურებას უწევენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს. ასევე მათთვის ადგილობრივი თუ საერთაშორისო მეთოდების და პრაქტიკის გაცნობა.

ტრენინგ კურსების მომხმარებლები არიან:

  • შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლები (მეურვეები/მზრუნველები);
  • შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან მომუშავე სამთავრობო თუ არასამთავრობო სექტორების წარმომადგენლები:
  1. ადმინისტრაციული პერსონალი;
  2. მასწავლებლები;
  3. განათლების სფეროში მომუშავე პირები;
  4. სპეციალისტები: ფსიქოლოგები, სოცალური მუშაკები, ოკუპაციური თერაპევტები, ა.შ.
  5. სამედიცინო პერსონალი
  • ბავშთა სახლების და საგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალი.

 
 
 
 
 
 

ტრენინგ მოდულები:

ძირითადი მოდულები:

1. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების მოვლის პრინციპები;
2. პიროვნებაზე ორიენტირებული მომსახურება;
3. ინდივიდუალური განვითარებისა და მომსახურების გეგმის მომზადება;
4. გამომწვევი ქცევის მართვა;
5. პირველადი დახმარება და ჯანსაღი ცხოვრების წესი;
6. ოკუპაციური თერაპიის პრინციპები;
7. ბავშვებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებები;
8. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები და სოციალური სამუშაო.

დამატებითი მოდულები:

1. ეფექტური კომუნიკაცია;
2. სტრესთან გამკლავება;
3. კრიზისი (ტრამვული, განვითარების) და მასთან დაკავშირებული გამოწვევები
4. მშობელთა მხარდაჭერისა და განათლების ტრენინგი

“პირველი ნაბიჯი” ტრენინგ კურსებს კლიენტის მოთხოვნების შესაბამისად ამზადებს. კლიენტის მოთხოვნით ხდება კურსის თემის, ჩატარების ვადების განსაზღვრა და რესურსების მობილიზება. დაინტერესებულ ორგანიზაციებს შეუძლიათ შეარჩიონ მოდულები საკუთარი საჭიროებების გათვალისწინებით.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თამუნა ზაალიშვილს, ტრენინგ პროგრამის კოორდინატორს

ტელ: (995 32) 252519
ელ-ფოსტა:

 

 

 
     
 
პირველი ნაბიჯი საქართველო © 2010
Privacy PolicyTerms And Conditionsდაგვიკავშირდით

ინფორმაცია გადამხდელთათვის:



The ვებ-საიტი დამზადებულია  
BP-ს და Gas Studio-ს მზარდაჭერით